ონლაინ თაღლითობა "ფეისბუქზე" და მოტყუებული მოქალაქეები - როგორ დავიცვათ თავი ონლაინ-გამოწერების დროს?

ონლაინ თაღლითობა "ფეისბუქზე" და მოტყუებული მოქალაქეები - როგორ დავიცვათ თავი ონლაინ-გამოწერების დროს?

სამოსის, აქსუსუარების და სხვადასხვა ნივთების გამოწერა ინტერნეტით საკმაოდ იაფი ღირს და ამიტომ საქართველოში ონლაინ შოპინგით ბევრი ადამიანი სარგებლობს.

თუმცა, არის შემთხვევები, როცა შეკვეთილი ნივთის ზომა, ფერი ან ფორმა საერთოდ განსხვავდება იმ ნივთისგან, რომელსაც ინტერნეტით ვიწერთ. მეტიც, ხშირად მომხმარებელი ონლაინ თაღლითების მსხვერპლი ხდება და გამოწერილ ნივთს, რომელშიც ფულს იხდის, ვერ იბრუნებს.

ასე მოხდა ჩვენი რესპონდენტების შემთხვევაშიც, რომლებიც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ "ფეისბუქზე" არსებული რამდენიმე ონლაინ გამოწერის გვერდის მსხვერპლი გახდნენ.

"ფეისბუქზე" ვნახე ონლაინ შოპინგის გვერდი. პროდუქტი გამოწერიდან 10-15 დღეში უნდა ჩამოსულიყო. თანხა - 60 ლარი წინასწარ, სწრაფი გადახდის აპარატიდან გადავურიცხე, მაგრამ როდესაც დრო გავიდა, ჯერ მატყუებდა, რომ ჩამოსვლა დააგვიანა, შემდეგ საერთოდ აღარ მპასუხობდა, გვერდიდან ჩემ კომენტარებსაც შლიდა, რომ არავის ენახა. ბოლოს როგორც იქნა, იმ მუქარით, რომ ვუჩივლებდი, თანხის ნაწილი - 40 ლარი დამიბრუნეს", - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი მომხმარებელი.

იგივე პრობლემაზე საუბრობს ონლაინ გამოწერის გვერდების - Etos Official Page-სა და "შოპინგ რეალი"-ს მომხმარებელი.

"მე და ჩემმა მეგობარმა Etos Official Page -დან გამოვიწერეთ ფეხსაცმელი და ფასდაკლებით 50 ლარი გამოვიდა. თანხის ნაწილი 40 ლარი წინასწარ გადავურიცხეთ, ამის დამადასტურებელი ქვითარიც შენახული გვაქვს. როგორც გვითხრეს, ნივთი 2 კვირაში უნდა ჩამოგვსლოდა, თუმცა დაახლოებით 1 თვის შემდეგ უკვე სხვა გვერდიდან "შოპინგ რეალიდან" დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პირი, ვისაც თანხა გადავურიცხე, სოფელში წავიდა. ჩემი ნივთი კი მათ ჰქონდათ და მის მისაღებად დარჩენილი თანხაც უნდა გადაგვერიცხა. ამ 10 ლარის ჩარიცხვის შემდეგ ძალიან დიდხანს მატყუებდა, დამემუქრა კიდეც, რომ მისი ქმარი პოლიციელი იყო. თანხა დღემდე არ მიგვიღია. შემდეგ სხვა გვერდებზე ვნახე, რომ თაღლითები არიან და სხვა მოქალაქეებიც მოუტყუებიათ", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას მოქალაქემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი