"რეზონანსი": დევალვაციის შემდეგ მოსახლეობის ვალი არნახული ტემპით გაიზარდა

"რეზონანსი": დევალვაციის შემდეგ მოსახლეობის ვალი არნახული ტემპით გაიზარდა

ლარის დევალვაციის დღიდან მოყოლებული, მთელი 2 წლის განმავლობაში, საქართველოში სესხების მოცულობა კატასტროფულად გაიზარდა.

სპეციალისტები ეროვნულ ბანკს ახალი რეგულაციების შემუშავებისკენ მოუწოდებენ, რაც საბანკო სექტორს ბიზნესის დაკრედიტების მეტ შესაძლებლობას მისცემს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მანამდე კი მოსახლეობის ვალები არნახული ტემპით მატულობს. კერძოდ, 2015 წლის იანვრიდან როგორც სამომხმარებლო, ასევე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების რაოდენობა ლარში 1 მლრდ 739 მლნ-ით არის მომატებული, ხოლო დოლარში აღებული იპოთეკური სესხების მოცულობა - 1 მლრდ 666 მილიონით.

ხალხი ვალების ჭაობში ბოლომდე ჩაეფლო. მარტო სამომხმარებლო სესხების მაჩვენებელმა 900 მლნ ლარით მოიმატა. კერძოდ, 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების დავალიანება 2 მლრდ 235 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 3 მლრდ 130 მლნ ლარია.

რაც შეეხება ლარში ფიზიკურ პირებში უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, 2015 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 697 მლნ ლარი იყო, 2017 წლის ივლისის ბოლოს კი 1 მლრდ 581 მლნ ლარი შეადგინა. როგორც ვხედავთ, აქაც დაახლოებით 900-მილიონიანი ზრდაა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი