ავტორი:

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ნარკოზს? - ანესთეზიოლოგი პროცედურის გვერდით ეფექტებზე

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ნარკოზს? - ანესთეზიოლოგი პროცედურის გვერდით ეფექტებზე

ანესთეზიოლოგებს, ოპერაციის დროს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ, რადგან პაციენტის სიცოცხლე, ფაქტობრივად, მათ ხელშია. ანესთეზია გაუტკივარებას ნიშნავს, რომელიც რამდენიმე სახისაა: ზოგადი, რეგიონალური და ადგილობრივი.

ანესთეზიოლოგ თამარ გოგიჩაიშვილის თქმით, ზოგადი ანესთეზია ანუ ნარკოზი გაუტკივარების ის სახეა, რომლის დროსაც ტკივილის გრძნობა ისპობა, პაციენტის ცნობიერება ითიშება.

"ეს ნარკოზი ორი სახისაა, ინტრავენური და ინჰალაციური, თუმცა ორივე მათგანი კომბინირებულად გამოიყენება. ინტრავენური ანესთეზიის დროს ვენაში შეგვყავს მედიკამენტები, რომლებიც გაუტკივარებას იწვევს. ასეთი ტიპის ანესთეზია მცირე და საშუალო მასშტაბის ოპერაციული ჩარევის დროს გამოიყენება.

დიდი ოპერაციული ჩარევის დროს კი საჭირო ხდება სხვა ტიპის ანესთეზიის გამოყენება, რომელიც ენდოტრაქეალურ ანესთეზიას გულისხმობს. ენდოტრაქეალურ ნარკოზს ჩვენ ვუწოდებთ სასუნთქი გზების პროტეზირებას სპეციალური, ე.წ ენდოტრაქეალური მილის საშუალებით, პაციენტის სუნთქვის ჩანაცვლება აპარატურის მეშვეობით ხდება", - განმარტავს ექიმი-ანესთეზიოლოგი.

მისივე თქმით, ზოგადი ანესთეზია მხოლოდ გაუტკივარებას არ გულისხმობს, ის მოიცავს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგსა და მის მართვას.

რაც შეეხება რეგიონალურ ანესთეზიას, თამარ გოგიჩაიშვილის თქმით, ეს გაუტკივარების ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც მგრძნობელობა სხეულის გარკვეულ ნაწილში ითიშება, პაციენტის ცნობიერება კი დათრგუნული არ არის:

"რეგიონალური გაუტკივარების ერთ-ერთი სახე პაციენტს ოპერაციის შემდგომ ტკივილის ხანგრძლივად გაყუჩების საშუალებას აძლევს. ერთი ჩხვლეტით შეყვანილი ნივთიერება საშუალებას იძლევა 10 საათის განმავლობაში პაციენტი ტკივილმა არ შეაწუხოს. ეს მედიკამენტი ნერვის ირგვლივ მგრძნობელობას თიშავს და შესაბამისად, პაციენტი ხანგრძლივადაა კომფორტში" - განმარტავს ანესთეზიოლოგი.

თამარ გოგიჩაიშვილის თქმით, რეგიონული გაუტკივარების ერთ-ერთი გავრცელებული სახეა სპინალური და ეპიდორული ანესთეზია რომლის დროსაც ექიმებს ზურგის ტვინის არეში ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალებები შეჰყავთ:

"სპინალური გაუტკივარების დროს ხშირად მოძრაობის გამოთიშვაც ხდება. სპინალურ და ეპიდორული ანესთეზიას პაციენტის კომფორტისთვის ხშირად ვამატებთ ინტრავენურ ანესთეზიას, რა დროსაც პაციენტი იძინებს, ეს მისთვის უფრო კომფორტულია", - განმარტავს თამარ გოგიჩაიშვილი.

მისივე თქმით, უკვე იშვიათად, ძალიან მცირე ჩარევების შემთხვევაში გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია, რომელიც ტკივილს ლოკალურად კლავს.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ანესთეზიას?

"ნარკოზის გართულებათა ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტს ნარკოზის უნდა შეეშინდეს.

პროფესიონალმა ანესთეზიოლოგებმა ძალიან კარგად იციან, როგორ შეამცირონ მინიმუმამდე მათი რისკი. არ არსებობს ანესთეზიის უკუჩვენება, არსებობს უკუჩვენება ანესთეზიის კონკრეტული მეთოდის მიმართ. ანესთეზიოლოგის კვალიფიკაციის მაჩვენებელია ის, რომ ანესთეზიის მრავალი მეთოდიდან ავადმყოფ სინდივიდუალურად შეურჩიო სადეკვატური და შედარები თუსაფრთხომეთოდი.

თამარ გოგიჩაიშვილის თქმით, ანესთეზიოლოგი კარგად უნდა იცნობდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მან წინასწარ უნდა დაადგინოს, როგორი რეზერვი აქვს ორგანიზმს. ამიტომაც არის აუცილებელი, ანესთეზიოლოგის მიერ საოპერაციო პაციენტის გასინჯვა, რასაც წინ უნდა უძღოდეს სრულყოფილი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევა, - "ზოგჯერ მათი მონაცემების ცვლილებას პეციალური, გაფართოებული კვლევის ჩვენებას წარმოადგენს.

ამის შემდეგ, პაციენტის გასინჯვისას და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევისას მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, შეფასდება ანესთეზიის რისკი, რომლის შესახებაც აუცილებლად აცნობებენ პაციენტს. ამ კვლევების დროს მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანესთეზიოლოგი შეარჩევს გაუტკივარების მეთოდსა და რეცეპტს, რომელიც ყველაზე მეტად არის მისაღები კონკრეტული ორგანიზმისთვის," - განმარტავს მედიკოსი.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის თქმით, ერთ-ერთი გართულება ალერგიული რეაქციაა, სწორედ ამიტომ პაციენტის მდგომარეობის წინასწარ კვლევა აუცილებლად უნდა მოხდეს:

"ამ გართულების თავიდან ასაცილებლად, ანესთეზიოლოგი კარგად უნდა იცნობდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შესაბამისად, წინასაოპერაციო გასინჯვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პაციენტს ალერგოლოგიური ანამნეზი აქვს, აუცილებელია, სპეციალური მომზადება განაგრძეთ კითხვა

"შიდა გადაცემის 4-5 შემთხვევა დაკავშირებულია "გეფას" თანამშრომელთან... ახალი პაციენტიდან შიდა გადაცემა ერთია, ის ვინც ხელოსანი იყო" - ცერცვაძე

იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს სიცხე დაუფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

"გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში" - დეტალები კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე