ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დაჭრეს

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დაჭრეს

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში აქვს მიყენებული. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საკრებულოს პრესსამსახურის უფროსის თქმით, მიქავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უკვე სახლში იმყოფება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია