ჟიურის გადაწყვეტილებით ევროვიზიის სიმღერის შესარჩევი კონკურსის ვადა გაგრძელდა

ჟიურის გადაწყვეტილებით ევროვიზიის სიმღერის შესარჩევი კონკურსის ვადა გაგრძელდა

ჟიურის გადაწყვეტილებით 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის შესარჩევი კონკურსის ვადა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის შესარჩევად 12-დან 25 სექტემბრამდე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი კომპოზიციებიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული არ გამოვლინდა და განაცხადების მიღების ვადა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ავტორებმა და კომპოზიტორებმა ელ.მისამართზე junioreurovision@gpb.ge უნდა გამოაგზავნონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა და ავტობიოგრაფია.

სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ eurovision-georgia.ge; დაგვიკავშირდით - 2409110.

ჟიურის შემადგენლობაში არიან მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.

იხილეთ ვრცლად: http://1tv.ge/ge/news/view/181167.html

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი