"დინამო არენაზე" მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით მატჩი მიმდინარეობს

"დინამო არენაზე" მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით მატჩი მიმდინარეობს

"დინამო არენაზე" მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს. ერთმანეთს GFF XI და "მსიოფლიო XI" ხვდებიან. მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება.

გუნდები თეთრი და ლურჯი ფერის მაისურებით ასპარეზობენ. მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ მატჩს ესწრებიან მეხანძრე-მაშველებიც, რომლებსაც გულშემატკივრები ოვაციით შეხვდნენ. "დინამო არენაზე" მატჩი ნახევრად სავსე ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობს.

ნახეთ LIVE: რა ხდება "დინამო არენაზე" ამ წუთებში

გუნდებს ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე ხელმძღვანელობენ. შემადგენლობა ასე გამოიყურება:

"GFF XI"

მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი

მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი,ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

"მსოფლიოს XI"

მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა

მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო

ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტო, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე

თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო

ნახეთ ვიდეო: ემოციური წუთები - მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები დინამო არანაზე და ერთად შესრულებული საქართველოს ჰიმნი

"თუ დამარწმუნებენ, ამიხსნიან და ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ, კამერების წინაშე ავიცრა" - მეუფე ნიკოლოზი

"დინამო არენაზე" ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის დროს, შუქი ჩაქრა - რა ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს სერხიო რამოსი

თბილისის მეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებს