თელაველ წყვილს სამი გოგონას შემდეგ სამი ვაჟი შეეძინა

თელაველ წყვილს სამი გოგონას შემდეგ სამი ვაჟი შეეძინა

ახალგაზრდა წყვილს - ნათია ლეფსვერიძეს და დათო ქიტაშვილს რამდენიმე დღის წინ ტყუპი ვაჟი შეეძინათ, თანაც ერთდროულად სამი! მშობლებს სამი გოგონა ჰყავთ, ერთი ვაჟის მოლოდინში კი ერთდროულად 6 შვილის მშობლები გახდნენ.

პატარების შესახებ ინფორმაცია ღუდუშაურის კლინიკის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა:

"სამმაგი ბედნიერება ქიტაშვილების ოჯახში! 3 გოგონას შემდეგ ვაჟის მოლოდინში, 3 ტყუპი - ნიკა, ილია და გიორგი მოევლინა ქვეყანას!", - ვკითხულობთ ღუდუშაურის კლინიკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული მცირეწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა და მშობლებს დაუბრუნა

"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი

"შეიძლება თამუნა რამე სენსიტიურ ინფორმაციას შეეჩეხა? სავარაუდოა, მაგრამ შანსია, ვცდებოდე" - რას წერს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კურსელი?