"არ მივესალმები, რომ ჩემმა ცოლმა კლიპში სხვას უმღეროს, სასიყვარულო სცენები ითამაშოს" - რატომ არ გამოაჩინა მეუღლე კლიპში სოფო ბედიამ

"არ მივესალმები, რომ ჩემმა ცოლმა კლიპში სხვას უმღეროს, სასიყვარულო სცენები ითამაშოს" - რატომ არ გამოაჩინა მეუღლე კლიპში სოფო ბედიამ

სოფო ბედიამ და დათო ძიძიგურმა ალექსანდრე ბასიალაიას უკვდავ სიმღერაზე "მერე" კლიპი გადაიღეს. კლიპის რეჟისორი ნატო დუმბაძეა, რომლისთვისაც ეს სარეჟისორო დებიუტია. მისი თანარეჟისორი და ოპერატორი ლევან აბულაძეა, ხოლო არანჟირება ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.

სოფომ და დათომ ქართველი სელებრითები, კოლეგები, მეგობრები და ჟურნალისტები ერთად შეგვკრიბა და ჩაბნელებულ ახლად გახსნილ ბარში პირველი ბგერებიც გაისმა: "დღესვე უნდა გნახო, იცოდე…" კლიპის პრეზენტაციას რა თქმა უნდა, ესწრებოდა სოფო ბედიას მეუღლე, "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი მიშა მესხი, რომელთანაც ინტერვიუ "პრაიმტაიმის" ჟურნალისტმა ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- სოფომ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, გამორიცხული არ არის, მიშაც გამოჩნდეს კლიპშიო. რა მოხდა, რეჟისორმა ხომ არ დაგიწუნა?

- (იღიმება) სოფომ იხუმრა, ალბათ. კლიპში უნდა ყოფილიყო ის ორი ადამიანი, რომლებიც ამ სიმღერას ასრულებენ. საერთოდ არ მიმაჩნია სწორად, რომ ამ კლიპში გამოვჩენლიყავი და, სავარაუდოდ, არც გამოვალ ჩემი მეუღლის არცერთ კლიპში... თუ სოფო მთხოვს, ალბათ, დავთანხმდები. მაგრამ ვთვლი, რომ ამ კლიში გმირად მე არ უნდა გამოვჩენილიყავი. არსებობენ ნიჭიერი მსახიობები, რომელთაც ჩემზე ბევრად კარგად შეუძლიათ, ამ ყველაფერს თავი გაართვან. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არც იმას მივესალმები, რომ ჩემმა ცოლმა კლიპში სხვა ბიჭს უმღეროს, სასიყვარულო სცენები ითამაშოს.

- ანუ რომანტიკულ სცენებს სოფო კლიპში სხვა ბიჭთან ვერ ითამაშებს? იცის ამის შესახებ თავად?

- გამორიცხულია. რა თქმა უნდა, იცის, ვერც მეტყვის ასეთ რამეს და არც მკადრებს. მესმის, რომ ხელოვანი ადამიანია, მაგრამ ასეთ დეტალებზე ჩვენ ერთმანეთის გვესმის.

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

62 წლის მადონასა და მისი ქალიშვილის ახალ ფოტოს, სადაც პოპის დედოფალი თინეიჯერს ჰგავს, სკანდალი მოჰყვა - "ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ეს ლამაზია?"

"ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება სირცხვილია...თქვე არასწორებო" - რას წერს მუსიკოსი ინფორმაციაზე, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კოვიდით მის წვეულებაზე დაინფიცირდნენ

ბათუმელი "მონიკა ბელუჩი" დაინიშნა - ხელის თხოვნა აკვალანგისტის დახმარებით (+ფოტო და ვიდეო)