ჯაზი და ღვინო კახეთში - "თიბისი სტატუსი" წარმოგიდგენთ მასშტაბურ ფესტივალს - Jazz and Wine Kakheti!

ჯაზი და ღვინო კახეთში - "თიბისი სტატუსი" წარმოგიდგენთ მასშტაბურ ფესტივალს - Jazz and Wine Kakheti!

ქართველმა მსმენელმა ჯაზ მუსიკა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეიყვარა,რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში თბილისში უკვე პირველი ჯაზ-ორკესტრი არსებობდა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ განთქმული ქართველი მუსიკოსი გიული ჩოხელი 1968 წელს ჯაზის მსოფლიო ლეგენდასთან დიუკ ელინგტონთან ერთად წარსდგა მაყურებლის წინაშე. 1962 წლს თბილისმა, სპორტის სასახლეში უმასპინძლა განთქმულ ამერიკელ ჯაზმენს და "კლარნეტის მეფეს" ბენი გუდმანს. 1978 წელს კი საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ ფესტივალი სწორედ თბილისში ჩატარდა. 60-იან წლებში ჯაზის ჰანგებს უკვე ქალაქის კინო თეატრების ფოიეებში და პატარა კლუბებშიც კი მოისმენდით.

ჯაზი მუსიკლაურ სამყაროში თავისუფლების ყველაზე დიდ გამოხატულებად ითლება, ალბათ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ დღემდე რატომ გვიყვარს აფროამერიკელების მიერ გამოგონილი ეს უნიკალური მუსიკა. ჯაზი ზედმეტი არასოდეს არის, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, სადაც მას ბევრი მსმენელი და გულშემატკივარი ჰყავს, სწორედ ამიტომ თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება "თიბისი სტატუსი" ქართველ მელომანებს კიდევ ერთ დაუვიწყარ სურპრიზს უმზადებს. 6-7 ოქტომბერს, კახეთი ჯაზ ფესტივალს "Jazz and Wine Kakheti" უმასპინძლებს. ფესტივალი სასტუმროში "Lopota Lake Resort & Spa" გაიმართება და ეს იქნება დასაწისი კიდევ ერთი მასშტაბური ფესტივალის, რომელიც ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

ფესტივალში "Jazz and Wine Kakheti" მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის იაკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო. ფესტივალის სტუმრები არიან ასევე ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა (ისრაელი) და მხიარული და "გემრიელი შოუს" წარმდგენი იტალიური ბენდი "სპაგეტი სვინგი" (Spaghetti Swing).

"ღვინის სამშობლოში" გამართულ ჯაზის კონცერტებს ყველაზე მეტად რომელი სასმელი უხდება, თუ არა ღვინო, შესაბამისად ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა ქართული კომპანიების ღვინო და დატკბნენ ცოცხალი მუსიკით. ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ; ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, ასევე საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.

"Jazz and Wine Kakheti" ფესტივალის შემსრულებლები:

იაკობ კარლზონის ტრიო

წლევანდელი ფესტივალი პირველად ტარდება და გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით და განსხვავებული შემსრულებლებით. იაკობ კარლზონის ტრიო (Jacob Karlzon) ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტუმარია. აღსანიშნავია, რომ შვედი პიანისტი 2010 წელს შვედეთის საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლად დასახელდა.

ვირტუოზი, კომპოზიტორი და შეუდარებელი აკომპანიატორი, გამოირჩევა მუსიკისადმი პროგრესული მიდგომით და განსხვავებული ხედვით. ის ოსტატურად აერთიანებს ჯაზის, პოპის, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის განსხვავებულ ჟანრებს. "მიყვარს ჯაზი, რადგან მიყვარს იმპროვიზაცია, რაც გეხმარება უშუალო კავშირი დაამყარო მსმენელთან. ასეთ დროს ემოციებისა და გრძნობების გაცვლა ხდება. ყოველი კონცერტი ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და სიახლეა, " - მბობს ჯაზ-შემსრულებელი. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, მას ცხრა ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი სახელწოდებით "ONE" 2015 წელს გამოვიდა. ბოლო რამდენიმე წელია, იაკობ კარლზონი ტურნეებს მართავს ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქალაქში. ამჯერად ის კახეთს ეწვევა და თავის ბენდთან ერთად დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს ქართველ მელომანებს.

რაულ მიდონის ტრიო

ფესტივალის ფარგლებში ქართველი მაყურებლის წინაშე ასევე წარდგებიან ლეგენდალური გიტარისტი და მომღერალი რაულ მიდონი და მისი უნიკალური ტრიო. ბენდის მუსიკა აერთიანებს სხვადასხვა ჟანრს როგორიცაა ჯაზი, ბლიუზი და ფოლკი.

ლეგენდარულმა მუსიკოსმა კარიერა შაკირასთან, ხულიო ეგლესიასთან და სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ლათინური სიმღერების ჩაწერით დაიწყო. მოგვიანებით მან წარმატებული სოლო კარიერა აიწყო და არაერთი ალბომი გამოუშვა. ბოლო ალბომი, სახელწოდებით "Bad Ass and Blind", მუსიკოსმა 2017 წელს გამოუშვა და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაულ მიდონის კარიერაზე გავლენა მოახდინეს ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ჯონ კოლტრეინი, ჯორჯ ბენსონი, მაილს დევისი, ფრენკ ზაპა და სხვა.

ადამ ბენ ეზრა - "მუსიკოსი Youtube"-დან

ფენომენალური მუსიკოსი - ასე აფასებენ მუსიკის კრიტიკოსები კონტრაბასისტსა და მულტიინსტრუმენტალისტს ადამ ბენ ეზრას. ფართო საზოგადოებამ ის "Youtube"-ის საშუალებით გაიცნო. სწორედ ამიტომ შეარქვეს ადამ ბენ ეზრას მეტსახელად "მუსიკოსი Youtube"-იდან.

პოპულარობის ზრდასთან ერთად, მუსიკოსმა ინტერნეტ სივრციდან ნამდვილ სცენაზე გადაინაცვლა და ტურნეები მოაწყო ევროპასა და ამერიკაში. ადამ ბენ ეზრას სადებიუტო სტუდიური ალბომი "Сan't Stop Running" რამდენიმე წლის წინ გამოიცა. ალბომი გაჯერებულია არგენტინული ტანგოს, ფლამენკოს, როკისა და პოპის ელემენტებით. კლასიკური ინსტრუმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით, ის ახალ სიტყვას ამბობს ჯაზის სამყაროში.

"სპაგეტი სვინგი" (Spaghetti Swing)

მსოფლიოში ერთადერთი მუსიკალური შოუ, რომელშიც მონაწილეობას მუსიკოსებთან ერთად, შეფ-მზარეული იღებს - იტალიური ბენდი "სპაგეტი სვინგი" მსმენელს "ყველაზე გემრიელ შოუს" სთავაზობს.

გარდა მუსიკალური წარმოდგენისა, რომელიც ცნობილი იტალიური სიმღერების ინტერპრეტირებულ ვერსიებს გულისხმობს, იტალიელი შეფ-მზარეული პირდაპირ სცენაზე ამზადებს სხვადასხვა კერძს და მსმენელს მათ ღვინის თანხლებით დაგემოვნებას სთავაზობს.

ფესტივალის პროგრამა:

6 ოქტომბერი

20:00 საათი - ფესტივალის გახსნა - "სპაგეტი სვინგის" შოუ - "Welcome Party";

22:00 საათი - იაკობ კარლზონის ტრიოს კონცერტი;

00:00 – DJ MACHAIDZE.

7 ოქტომბერი

12:00 საათი - DJ MACHAIDZE;

12:00 საათი - რთველი და ღვინის დეგუსტაცია;

14:00 საათი - "სპაგეტი სვინგის" შოუ;

14:00 საათი - ღვინისა და ჭაჭის დაწურვა;

16:00 საათი - DJ MACHAIDZE;

19:00 საათი - ადამ ბენ ეზრას კონცერტი;

21:00 საათი - რაულ მიდონის ტრიოს კონცერტი;

00:00 საათი - DJ MACHAIDZE.

ფესტივალის წარმდგენი:

• თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსი;

ფესტივალის ორგანიზატორი:

• კომპანია "ისთერნ პრომოუშენს" (Eastern Promotions);

ლიკა ჭიღლაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი