"ძირს დამაგდეს და 10-ზე მეტი კაცი მირტყამდა..." - კობა დავითაშვილმა 7 ნოემბრის მოვლენების გახსენებისას პროცესზე ემოციები ვერ შეიკავა

"ძირს დამაგდეს და 10-ზე მეტი კაცი მირტყამდა..." - კობა დავითაშვილმა 7 ნოემბრის მოვლენების გახსენებისას პროცესზე ემოციები ვერ შეიკავა

საქალაქო სასამართლოში ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე მასზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ჩვენებას აძლევს. სხდომის დაწყებამდე კი 7 ნოემბრის მოვლენები დავითაშვილმა ჟურნალისტებთან გაიხსენა.

ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე მასზე თავდასხმას ორგანიზება ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაუწია.

რაც შეეხება იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, რომელიც პროკურატურამ დავითაშვილის ცემისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დამნაშავედ ცნო, კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბრძანების შემსრულებელი იყო. თითქმის 11 წლის წინანდელ მოვლენებს კობა დავითაშვილი ემოციურად იხსენებდა, რამდენჯერმე მან ცრემლებიც ვერ შეიკავა საუბრისას.

"ეს იყო თავდასხმა ნახევრად სამხედრო ფორმაში გადაცმული ადამიანების, რომლებიც სახეს არ მალავდნენ. ეს არ იყო არც დაკავება, არც დაპატიმრება, ეს იყო პირდაპირ თავდასხმა. მათ ჰქონდათ გასაშლელი ლითონის ხელკეტები, რომლითაც ყოველგვარი განმარტებების გარეშე დამესხნენ თავს. როდესაც შევეცადე მათთვის რამე ამეხსნა, არ მომცეს ამის საშუალება. ძირს დამაგდეს და 10-ზე მეტი კაცი მირტყამდა. მე პირველივე დაკითხვაზე განვაცხადე - მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს თავდასხმა მიხეილ სააკაშვილის მიერაა მოწყობილი.

ეს უკავშირდება ჩემს შესვლას პარლამენტის შენობაში, როდესაც 7 ნოემბერს მიტინგი დაარბიეს და გაზი გაუშვეს. სამთავრობო დაცვა გაიქცა, არ იყო უზრუნველყოფილი დაცვის საშუალებები გაზისგან, უკან მიყვა მომიტინგეთა მცირე ნაწილი, მათ შორის მეც. მაღლა ვიდექით კიბეებზე, როცა შიგნით შევედით პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ნინო ბირჯანაძე გამოვიდა და დიალოგის დაწყება შევთავაზე, ვინაიდან ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი შეურაცხადი იყო და 9 აპრილს უწყობს საკუთარ ერს. როგორ ჩანს, სააკაშვილმა ჩათვალა, რომ მე და ბურჯანაძე შეთქმულებას ვუწყობდით", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გვეუბნებიან, რომ ხის, შეშის შეტანა არ შეიძლება" - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ