ბავშვი ბაღში შევიდა და ხშირად ავადმყოფობს, რა არის მიზეზი? - ექიმ კომაროვსკის რჩევები

ბავშვი ბაღში შევიდა და ხშირად ავადმყოფობს, რა არის მიზეზი? - ექიმ კომაროვსკის რჩევები

როცა მატულობს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, აუცილებლად მოარიდეთ ბავშვი ხალხმრავლობას, ხშირად დაბანეთ ხელები, ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელმა ოჯახმა.

თუ ხშირად ხდება ავად ბავშვი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ხშირად ინფიცირდება. ამაში ბავშვი არ შეიძლება იყოს დამნაშავე. ეს არის მოდელი მისი ოჯახის ქცევისა. ე.ი. საჭიროა ამ მოდელის შეცვლა და არა ბავშვის მკურნალობა. მკურნალობა ყოველთვის არ ნიშნავს წამლების მიცემას. საჭიროა შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ ბავშვის ორგანიზმმი მაქსიმალურად სწრაფად და მინიმალური ჯანმრთელობის დანაკარგით გაუმკლავდეს ვირუსს.

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის მკურნალობა ნიშნავს შევქმნათ ოპტიმალური პარამეტრები ჰაერის ტენიანობისა და ტემპერატურის. ჩააცვით თბილად, არ აჭამოთ მანამ, სანამ თვითონ არ მოგთხოვთ, დატვირთეთ სითხით.

ცხვირში - ფიზიოლოგიური ხსნარი, პარაცეტამოლი - მაღალი ტემპერატურის დროს. ეს წამლების საკმარისი ჩამონათვალია. ნებისმიერი აქტიური მკურნალობა ხელს უშლის იმუნიტეტის ფორმირებას. გამოჯანმრთელების შემდგომი ქმედებები მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: მდგომარეობის გაუმჯობესება და ტემპერატურის ნორმალიზება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმუნიტეტი აღდგა. ბავშვი მომდევნო დღესვე მიდის ბავშვთა კოლექტივში. სკოლაში ან ბაღში წასვლისას აუცილებლად შეხვდება ახალ ვირუსს. ახალი დაავადება დაიწყება დასუსტებულ ორგანიზმში. ის უფრო მძიმედ მიმდინარე იქნება, ვიდრე წინა და დიდი ალბათობით მოითხოვს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

გამოკეთდით? - ე.ი. უნდა დაიწყოთ ნორმალური ცხოვრება. ნორმალური ცხოვრება არ გულისხმობს ცირკში წასვლას, არც სკოლას, არც საბავშვო ბაღს და არც პოლიკლინიკას. ნორმალური ცხოვრება - ეს არის ხალხთან კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვა, სეირნობა სუფთა ჰაერზე, ჯანმრთელი ძილი, ლორწოვანი გარსის აღდგენა...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი