ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდება

 ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდება

ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდება საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ანძა ერთი საათით - 20:00 საათიდან 21:00 საათამდე ჩაბნელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 58 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 515 დაშავდა და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აშშ-ის მოქალაქეებსა და მთავრობას, დაშავებულებს კი ჯანმრთელობას უსურვებს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი