თუშეთში მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა დაიკეტა

თუშეთში მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა დაიკეტა

თუშეთში მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა უამინდობის გამო დაიკეტა. ინტენსიური თოვის გამო დილიდან ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მანქანების მოძრაობა შეიზღუდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თუშეთის გამგებელმა ლადო კახოიძემ განუცხადა, გზაზე თოვლის საფარი 20-30 სმ-ს აღწევს. განსაკუთრებით კი რთული ვითარებაა აბანოს უღელტეხილზე, რის გამოც კახოიძე მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს კომპანია "გერალი" აწარმოებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხვალ დილიდან ტექნიკა აბანოს უღელტეხილზე თოვლის გაწმენდის სამუშაოებს დაიწყებს და ავტომანქანების მოძრაობა შესაძლოა დღის პირველ ნახევარში აღდგეს.

ფშაველი-ომალოს გზა ზამთრის სეზონზე, ყოველწლიურად ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი