ხვალიდან გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალიდან გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, მაღალმთაში - ზოგან მოთოვს. ხვალიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, მათ შორის უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც.

ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 15-20 გრადუსი; თბილისში - 14 გრადუსი.

6-7 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება.

6 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 16-21 გრადუსი; თბილისში - 17 გრადუსი.

7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25 გრადუსი იქნება, თბილისში კი, 19 გრადუსი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი