როგორ გახდა ზურაბ ანთელავა ზვიად გამსახურდიას "პირადი მცველი" და ვიხილავთ თუ არა მას "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში?

როგორ გახდა ზურაბ ანთელავა ზვიად გამსახურდიას "პირადი მცველი" და ვიხილავთ თუ არა მას "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში?

მსახიობ ზურაბ ანთელავას შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეა: ის "თავის მეგრელებთან" ("ჩემი ცოლის დაქალების" მეგრელი პერსონაჟების როლების შემსრულებლებთან) და სხვა საინტერესო მსახიობებთან ერთად, ახალი ახალგაზრდული თეატრის გუნდის წევრი გახლავთ... გარდა ამისა, მალე გიორგი ოვაშვილის ფილმს - "ხიბულას" თბილისის კინოთეატრშიც ვიხილავთ, რომელშიც ბატონი ზურაბი საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირად მცველს ასახიერებს...

- მინდა, ჩვენს ქვეყანას ხვავიანი და ბარაქიანი შემოდგომა ვუსურვო. თან, ახლა დასავლეთ საქართველოს ძალიან უჭირს: ხვავიანობის რა მოგახსენოთ, როცა დიდი შიმშილობაა მოსალოდნელი, მავნებელი ჭიების გამო... პირადად მე, შემოქმედებითი თვალსაზრისით, დიდი, ღრმა და საფუძვლიანი შემოდგომა მელოდება.

- გვიამბეთ, რა შემოქმედებითი სიახლეები გაქვთ?

- სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ - სეზონი გაიხსნა, "ჩემი ცოლის დაქალები" დაიწყო... ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ახალდაარსებულ ახალგაზრდულ თეატრში მიმიწვიეს, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი "ჩემი ცოლის დაქალები" პერსონაჟის - კრიმხილდას როლის შემსრულებელი - ქალბატონი ნანა კუხალეიშვილი გახლავთ, რომელიც ჩემი მეგობარია... მოკლედ, ჩემთვის ყველაზე დიდი სიახლე ეს არის. შემოდგომა ახლის მოლოდინით დამუხტულმა დავიწყე. 27 სექტემბერს პრემიერა გვქონდა - თეატრიც გაიხსნა და სეზონიც. ამ გუნდთან ერთად, ჩემი ახალი ნაბიჯები გადავდგი. ასე რომ, კიდევ უფრო საინტერესოს მოლოდინში ვარ...

- როგორ მოხვდით ამ ახალ თეატრში?

- ანეკდოტივით ნათქვამი ხომ გაგიგონიათ - თელავში ვარ და ჟინჟლავსო? 25 წელი თელავში გავატარე და იუმორისტული ნაკვესები იქიდან მომყვება... მოკლედ, ამ ზაფხულს, აგვისტოში ზუგდიდში ვიყავი - ჩემს ძმას თხილის მოსავლის აღებაში ვეხმარებოდი. რა თქმა უნდა, საღამოს სუფრა გაიშალა, შეზარხოშებული ვიყავი და "ფეისბუკზე" შევედი. უცებ, აფიშა დავინახე... რაღაცების გამოქექვა, გზის პოვნა, ურთიერთობების დალაგება საკუთარი თავისთვის უფრო მიჭირს, ვიდრე სხვებისთვის. რაკი ცოტათი შეზარხოშებული ვიყავი, აფიშა ვნახე თუ არა, მაშინვე ნანას მივწერე: ვინ უნდა შევაწუხო, რომ თქვენთან მოვხვდე-მეთქი? ახალი თეატრის იდეამ ძალიან მომხიბლა - დეტალებში იყო აღწერილი, რა უნდოდათ, რა მიზანი ამოძრავებდათ, თეატრის გახსნა რისთვის სურდათ... ჩემთვის ძალიან მიმზიდველი იყო... წერილის გაგზავნიდან ცოტა ხანში ნანამ დამირეკა - ვინმეს შეწუხება რად გინდა, კრიმხილდა აქ არ გყავარ, შე კაცოო (იცინის)?!. სხვათა შორის, სერიალის გადაღებისას ხშირად ვხუმრობდით: კრიმხილდა მეუბნებოდა, - ე, ბიჭო, ამისთანა მილიონერი თუ ხარ, ერთი 5 ათასი მომეცი რაცხაო! მე ვპასუხობდი, - რაღა ჩემთან მოდიხარ, გყავს გრიშა კაკაჩია და იმას მიაკითხე-მეთქი... მეგონა, ამ ამბავს ბოროტად დაიმახსოვრებდა, მაგრამ - არა: აი, თეატრში დამიძახა (იცინის)... ასე მოვხვდი ამ "ლამაზ გაუგებრობაში". დიდი სიხარულითა და ბედნიერებთ აღსავსე ვარ!..განაგრძეთ კითვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი