ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

 ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებული კონტაქტურია და მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია