გზის გაწმენდის შედეგად, თუშეთში, ორ ზვავს შორის მანქანით მოყოლილმა ადგილობრივმა გამოსვლა შეძლო

გზის გაწმენდის შედეგად, თუშეთში, ორ ზვავს შორის მანქანით მოყოლილმა ადგილობრივმა გამოსვლა შეძლო

თუშეთში, ორ ზვავს შორის მოყოლილი ადგილობრივი ლევან სულაკაური სტიქიის ადგილიდან უვნებლად გამოიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დილის 05:00 საათისთვის გზა გაწმინდეს და მამაკაცმა, რომელიც ჩამოწოლილ ზვავებს შორის საკუთარი ავტომანქანით მოყვა, გზის გაგრძელება შეძლო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ზვავი გუშინ ჩამოწვა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრები ლევან სულაკაური გადაადგილებას ვერც ერთი მიმართულებით ვერ ახერხებდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თუშეთის გამგებელმა ლადო კახოიძემ განუცხადა, ამ დროისთვის მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და თუშეთის მიმართულებით აგრძელებს მოძრაობას.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია