საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს უელსს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს უელსს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს უელსის ნაკრებთან დღეს "დინამო არენაზე" გამართავს.

თამაშამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "დინამო არენაზე" პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, არ არის კმაყოფილი იმით, რომ მატჩში გარეთ ბეილი არ ითამაშებს, რადგან იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და სასიამოვნო იქნებოდა მისი ნახვა.

"ყველა შემთხვევაში, ძალიან რთული შეხვედრა გველის. უელსს მოუწევს სათამაშო სისტემის შეცვლა და ვნახოთ, რა ტაქტიკას აირჩევს მეტოქე. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებსაც აკლია თავისი ვარსკვლავები, ჯანო ანანიძისა და თორნიკე ოქრიაშვილის სახით", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრები შეეცდება, რომ გაახაროს გულშემატკივარი და გამარჯვება მოიპოვოს. "ყოველთვის გვინდა გამარჯვება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეტოქის მოთამაშეები ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობენ. რა თქმა უნდა, მატჩის მოგებას შევეცდებით. თუ ახლა არ გამოგვივა, მომავალ მატჩებში წარმოვაჩენთ თავს", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი