Samsung Curved TV -ტელევიზორები რკალისებური ეკრანით - შეუდარებელი გამოსახულება და რეალობის საოცარი აღქმა თვალებზე მინიმალური დატვირთვით

Samsung Curved TV -ტელევიზორები რკალისებური ეკრანით - შეუდარებელი გამოსახულება და რეალობის საოცარი აღქმა თვალებზე მინიმალური დატვირთვით

Samsung-ის რკალისებური ტელევიზორები (Curved TV) საშუალებას გაძლევთ დაინახოთ სრული გამოსახულება, თვალებზე ზედმეტი დატვირთვის გარეშე. აღნიშნული ფაქტი პირდაპირ კავშირშია ადამიანის თვალის აგებულებასთან. თვალის ბადურაზე განლაგებულია რეცეპტორები, რომლებსაც ფოტორეცეპტორებს უწოდებენ. ისინი ორი სახისაა: კოლბები და ჩხირები. კოლბები კაშკაშა სინათლით ღიზიანდებიან და ფერს აღიქვამენ (ცენტრალური მხედველობა); ჩხირები - სუსტი ან ზომიერი სინათლით, და აღიქვამენ საგნის ფორმას (პერიფერიული მხედველობა). ადამიანის თვალში განსაკუთრებულ როლი ენიჭება პერიფერიული მხედველობას: მისი ამოქმედების გარეშე გამოსახულება იქნება ბრტყელი და არაბუნებრივი.

Samsung-ის რკალისებური ტელევიზორების (Curved TV) ეკრანი ისეა მოხრილი, რომ სტანდარტული ბრტყელი ეკრანისგან განსხვავებით პერიფერიული მხედველობის უფრო მეტად ამოქმედების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ მაყურებელი გაცილებით რეალისტურ გამოსახულებას ხედავს.

ეკრანის რკალისებური ფორმა ტელევიზორის ყურებისას ამცირებს თვალების მოძრაობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ გადაღლას. ბრტყელ და რკალისებურ ეკრანიანი ტელევიზორების ხარისხის შედარების შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ Curved TV-ის ეკრანი გაცილებით ეფექტურად ამცირებს დატვირთვას მაყურებლების თვალებზე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი