ავტორი:

ქალაქი, რომლის ცენტრში მოხვედრისაც ხალხს ეშინია - აქ თავს უსაფრთხოდ მხოლოდ სექტის წევრები გრძნობენ

ქალაქი, რომლის ცენტრში მოხვედრისაც ხალხს ეშინია - აქ თავს უსაფრთხოდ მხოლოდ სექტის წევრები გრძნობენ

ფლორიდაში მდებარე საკურორტო ქალაქ ქლიერუოთერს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, თუმცა მათ უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არასოდეს ყოფილა.

ქლიერუოთერი საიენტოლოგიური ეკლესიის ცენტრია. ეკლესია ქალაქის უძრავი ქონების ძალიან დიდი ნაწილის მფლობელია.

ეკლესიის დამფუძნებელი რონ ჰაბარდი ქლიერუოთერში 1975 წელს გადავიდა საცხოვრებლად და დაიწყო პროექტი კოდური სახელწოდებით ”ნორმანდია” - ქალაქში საიენტოლოგიური სწავლების გავრცელება.

ადგილობრივი პოლიტიკოსები, პოლიცია და მცხოვრებლები დიდი ხანია დანებდნენ საიენტოლოგიასთან ბრძოლაში. ახლა ქლიერუოთერის ცენტრალურ ნაწილში ეკლესიის წევრები ცხოვრობენ.

ადგილობრივ გაზეთზე the St Petersburg Times დაყრდნობით, ეკლესია ფლობს 26 000 კვ.კმ. ფართზე განლაგებულ 67 შენობას, მათ შორის სასტუმროებს, ტრენინგცენტრებს, სხვადასხვა სახის ოფისებს და ”რელიგიურ თავშესაფრებს”. საიენტოლოგებს აქვთ ფაბრიკაც, სადაც მათი ოფისებისთვის ავეჯი მზადდება.

მრევლი ეკლესიას ათასობით დოლარს უხდის სპეციალური კურსებისთვის, სადაც ისინი ”ზეადამიანურ ძალებს იღებენ”.

ქლიეროთერი ბევრი ცნობილი ჰოლივუდელი საიენტოლოგის სახლია, მათ შორის - ტომ კრუზის და ჯონ ტრავოლტასი.

ბრიტანულ ”დეილი მეილთან” ყოფილმა საიეიტოლოგმა მაიკ რინდერმა ქლიერუოთერის შესახებ ისაუბრა. რინდერი ეკლესიისთვის უკვე მიუღებელ პერსონად მიიჩნევა. მან საიენტოლოგებისგან თავის დასაღწევად ოჯახის ყველა წევრი მიატოვა.

”ქლიერუოთერი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ის ყოველთვის იყო საიენტოლოგების მთავარი სულიერი ცენტრი და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფულის საკეთებელი წყარო.

ქალაქის ცენტრალური, საქმიანი ნაწილი ლამაზი, ხმაურიანი და ხალხით სავსე უნდა იყოს, თუმცა რეალურად, მკვდარი ზონაა. ხალხი თავს არიდებს იქ მოხვედრას, რადგან ფიქრობენ, რომ საიენტოლოგია ბოროტებაა და მათ შენობებთან ახლოს ყოფნა არ სიამოვნებთ,” - ამბობს რინდერი.

მისივე ინფორმაციით, ყოველწლიურად ქლიერუოთერი ასობით მილიონობით დოლარს იღებს, კვირაში - სულ მცირე 2 მლნ დოლარს.

”მსოფლიოს გარშემო ყველა საიენტოლოგი ვალდებულია, ჩავიდეს ქლიერუოთერში კურსების გასავლელად. ეკლესიის წევრების ნაწილი აქ წლების განმავლობაში ცხოვრობს და ყოველწლიურად 1.5 მლნ დოლარს იხდის,” - განაცხადა გრინდერმა.

საიენტოლოგია რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებაა, რომელიც ამერიკელმა მწერალ-ფანტასტმა რონ ჰაბარდმა შექმნა. მისი მიზანი თითქოს კეთილშობილურია, - ადამიანური შესაძლებლობების სრულყოფასა და სულიერად ამაღლებას ემსახურება. საიენტოლოგია აერთიანებს ფილოსოფიისა და სულიერი სრულყოფილების ტექნიკის ფლობასა და ისეთ სფეროებს, როგორიცაა მორალი, ეთიკა, განათლება, მართვის ტექნოლოგიები და სხვა.

ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი (ტომ კრუზი, ჯონ ტრავოლტა, ჯინა ელფმანი, კელი პრესტონი, კერსტი ელი, მიშელ ფაირმანი, ჯეისონ ლი, უილ სმიტი, დასტინ ჰოფმანი, რობინ უილიამსი, პრისცილა პრესლი და სხვები) მისი მიმდევარია.

კრიტიკოსების აზრით, ამ მიმდინარეობას საერთო არაფერი აქვს ჰუმანიტარულ, რელიგიურ და ფილოსოფიურ მიზნებთან, ეს არის წმინდა კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეგრეთ წოდებული თავისი ლიდერების გამდიდრებას ემსახურება.

საიენტოლოგიას არ ცნობენ - საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, მექსიკა. გერმანელები მას კომერციულ, ბელგიელები კი დანაშაულებრივ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ბელგიაში მისი მიმდევრობა კანონით ისჯება.

რელიგიის ერთ-ერთი "ოქროს წესია", რომ მის მიმდევრებს არ უნდა ჰქონდეთ ემოციური კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ მრწამსს არ აერთიანებს, მათ შორს - არც ოჯახის წევრებთან. სწორედ ამიტომ არ აქვს ურთიერთობა ტომ კრუზს საკუთარ შვილთან, სური კრუზთან. სური და მისი დედა, კეტი ჰოლმსი საიენტოლოგიური ეკლესიის წევრები არ არიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

ევა ბარბაქაძე შეყვარებულია - ვინ არის შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილის რჩეული (ფოტოები)

"სპორტი უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, სამწუხაროდ, ეს ხშირად  პირიქით ხდება", -  რა კომენტარს აკეთებს თორნიკე შენგელია მოსკოვში ჩასვლის შემდეგ

რას ყვება გოგონა, რომელსაც საფრანგეთში სწავლის  დროს ცხოვრებას პრეზიდენტი პირადი ხარჯებიდან დაუფინანსებს - "მას ხელით დაწერილი წერილი მივწერე"