"თბილისობა 2017" - ფოტორეპორტაჟი თბილისის ქუჩებიდან

"თბილისობა 2017" - ფოტორეპორტაჟი თბილისის ქუჩებიდან

"თბილისობა 2017"-ის ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. საზეიმო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი რიყის პარკში, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, ლეღვთახევში და მეტეხის ხიდზე იქნება წარმოდგენილი.

+15 ფოტო

განახლებულ აღმაშენებელზე უკვე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წლევანდელი "თბილისობა" სიახლეებით გამორჩეულია.

"წლევანდელი "თბილისობა" გამორჩეულია დღესასწაულების რაოდენობით და იმ სიახლეებით, რომელიც ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთად არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის, რომ წელს პირველად, წარმოდგენილი იქნება ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები", - განაცხადა ნარმანიამ.

განახლებულ აღმაშენებელზე ასევე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები.

თბილისობა წელს 7-8 ოქტომბერს აღინიშნება.

ნახეთ ასევე: კახა კალაძე და ანუკი არეშიძე "თბილისობას" შვილებთან ერთად აღნიშნავენ

+15 ფოტო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი