როგორ გამოიყურებოდა თბილისობის საზეიმო მიღებაზე დავით ნარმანიას მეუღლე - ფოტოები მთავარი წვეულებიდან

როგორ გამოიყურებოდა თბილისობის საზეიმო მიღებაზე დავით ნარმანიას მეუღლე - ფოტოები მთავარი წვეულებიდან

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის ეზოში საზეიმო მიღება გაიმართა. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მოწვეულ სტუმრებს თბილისობა მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისობა წელს არა მხოლოდ თბილისში, არამედ არაერთ პარტნიორ და დაძმობილებულ ქალაქშიც აღინიშნება და ამ სახალხო დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც ზეიმობენ.

თბილისობის საზეიმო მიღება თბილისის მერის განცხადებით, წლევანდელი თბილისობა მისთვის განსაკუთრებულია, რადგან დედაქალაქის მერის რანგში ის ბოლო თბილისობას მასპინძლობს.

"თბილისობა 2017 განსაკუთრებულია ჩემთვისაც! დედაქალაქის მერის რანგში მე წელს ბოლოჯერ გიმასპინძლებთ. ჩვენ ვეცადეთ თქვენთვის ამ სივრცეში მოგვეწყო პატარა თბილისი და გვეჩვენებინა ის რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩემი მერობის პერიოდში განხორციელდა.

არასრულ 4 წელიწადში, შევძელით, დედაქალაქის განვითარებისთვის მაქსიმუმი გაგვეკეთებინა! ამისთვის ძალა არ დავიშურეთ! თანამდებობები წარმავალია.

მარადიულია მხოლოდ ადამიანური ურთიერთობები და ის, რასაც ჩვენს შემდეგ ვტოვებთ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არ დავბადებულვარ, მე თავს ამ ქალაქის ნაწილად მივიჩნევ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს საკუთარი ინიციატივით გამოცემული წიგნი წარუდგინა. წიგნი მოიცავს 273 საპატიო თბილისელის ბიოგრაფიას.

"თბილისობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ყოველწლიურად საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭება ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დედაქალაქის წინაშე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, ადამიანებს, რომელთაც თბილისზე დიდი ამაგი აქვთ! წოდება - თბილისის საპატიო მოქალაქე 1979 წელს დაწესდა და წლებია, დედაქალაქის მკვიდრთ, დამსახურებისამებრ, გადაეცემათ თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტული. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინიციატივით, წელს გამოიცა წიგნი, რომელშიც გაერთიანებულია 273 საპატიო თბილისელის ისტორია, ადამიანების, რომლებსაც 2016 წლის ჩათვლით მიენიჭათ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. წიგნში მხატვრულად არის წარმოდგენილი ამ ადამიანების მოკლე ბიოგრაფია და მოგვითხრობს მათთან დაკავშირებულ თბილისურ ისტორიებს, მოვლენებს, თქმულებებსა თუ ლეგენდებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი