სილქნეტი ლა ლიგას ვიქტორინას იწყებს!

სილქნეტი ლა ლიგას ვიქტორინას იწყებს!

ესპანური ფეხბურთის მოყვარულებს სილქნეტისგან განსაკუთრებული საჩუქარი ელით - 9 ოქტომბერს, “სილქ უნივერსალზე” გათამაშება იწყება. გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში ლა ლიგას მატჩს დაესწრება.

“უკვე მესამე წელია, რაც სილქნეტი, ლა ლიგასთან ერთად, საფეხბურთო ვიქტორინას ატარებს. წელს, ჩვენი მაყურებელი, რომელიც 1 კვირის განმავლობაში ყველაზე სწრაფად დააგროვებს ყველაზე მეტ სწორ პასუხს, ესპანეთში, “ბილბაოს ატლეტიკისა” და “მადრიდის რეალის” თამაშს დაესწრება“ - განმარტეს სილქნეტში.

ყოველდღე, ერთი კვირის განმავლობაში, სილქ უნივერსალზე სამი კითხვა დაისმევა ესპანეთის ჩემპიონატის გარშემო. კითხვები დაანონსდება სილქნეტის სპორტული არხების ფეისბუქ გვერდზე , სადაც შეძლებთ თქვენი პასუხების დაფიქსირებას.

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ  www.facebook.com

ვიდეო

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი