14 ოქტომბერს ზაზა მარჯანიშვილის მუსიკალური ვარიაციები ”სამოსელი პირველი” შესრულდება

14 ოქტომბერს ზაზა მარჯანიშვილის მუსიკალური ვარიაციები ”სამოსელი პირველი” შესრულდება

2017 წლის 14 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ შთაგონებით, ზაზა მარჯანიშვილის მიერ შექმნილი მუსიკალური ვარიაციები შესრულდება - 34 კომპოზიცია.

თითოეული ეპიზოდის განწყობის გადმოსაცემად სცენაზე განთავსებულ ეკრანებზე ერთმანეთს „სამოსელი პირველისთვის“ შექმნილი ვიდეო-არტები შეენაცვლება.

მონაწილეობენ:

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი.

მსახიობები - მიშა გომიაშვილი, ნანა შონია

სოლისტები - თეა დემურიშვილი, მარიამ როინიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი წამალაშვილი, ირინა თაბორიძე, გიორგი დავითაძე

მხატვარი - შოთა გლურჯიძე

გენერალური პროდუსერი - თეო ჯორბენაძე

პროექტის ხელმძღვანელი - მარინა სალუქვაძე

„სამოსელი პირველის“ ახლებურ საკონცერტო ვერსიას მაყურებელი მოუთმენლად ელოდება.

2018 წელს იგეგმება პროექტის გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მუსიკის ავტორია საქართველოსა და აშშ-ში მოღვაწე კომპოზიტორი, პროდუსერი ზაზა მარჯანიშვილი, რომლის მუსიკა სრულდება საქართველოში, ევროპასა და ამერიკაში. 1997 წლიდან არის ამერიკის კომპოზიტორთა კავშირის (ASCAP) წევრი. როგორც კომპოზიტორს ამერიკასა და ევროპაში შექმნილი აქვს ათი ალბომი.

არის 20-ზე მეტი ჰოლივუდის პროდუქციის მხატვრული ფილმისა და თრეილერის მუსიკის ავტორი - SHADOW OF THE DOUBT, FALLEN ANGEL, SAMUEL, TELEPHONE , THE TRAIL OF OLD DRUM, RACE TO SPACE და სხვა. ცნობილი ჰოლივუდური ტელესერიალების OUTER LIMITS (season of 1998), STARGATES (season of 1997), შემეცნებით-დოკუმენტური ფილმების NORTH AFRICA,EGYPT, ASIA, FANG SHUI (5 series) მუსიკის ავტორი. გახლავთ მრავალი სპექტაკლის მუსიკის ავტორი - THE WATER NYMPH, I TAKE YOUR HAND IN MINE, TWENTY YEARS IN AMERICA, SHADOW, CINDERELLA და სხვა, რომელიც დღესაც იდგმება ევროპასა და აშშ-ში. როგორც პროდიუსერს შექმნილი აქვს 150-ზე მეტი ალბომი განსხვავებული მუსიკალური სტილისტიკით - ჯაზი, კლასიკა, სამბა, რეგეი, როკი, ალტერნატიული მუსიკა, ირლანდიური და ამერიკული ფოლკი, მედიტაციური მუსიკა და სხვა.

1986 წლიდან დღემდე არის ნიუ ორლეანის, ლას ვეგასის, სან ფრანცისკოს ნიუ იორკის, ლოს ანჯელლესის, ვენის, მოსკოვის და სანკტ-პეტერბურგის მუსიკალური ფესტივალების საპატიო სტუმარი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი