აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

 აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნატალია ზაქარეიშვილი აცხადებს, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, სასწავლო პროცესი კი ხვალაც შეწყვეტილი იქნება, ვიდრე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველა საჭირო პროცედურა არ ჩატარდება.

მისივე თქმით, მწერები გუშინ ბაღის ხელმძღვანელმა შენიშნა. "ბათუმში, 23-ე საბავშვო ბაღში აზიური ფაროსანა გუშინ დავაფიქსირეთ. ამიტომ, 9-10 ოქტომბერს სასწავლო პროცესი შევწყვიტეთ. სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს", - განაცხადა ნატალია ზაქარეიშვილმა.

ნახეთ: საცხოვრებელ სახლს შესეული ფაროსანები - შოკისმომგვრელი ფოტოები "ფეისბუქიდან"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი