ბიოენერგეტიკოსის დიეტა, რომლითაც თამარ ივერმა რეკორდულ დროში დაიკლო

ბიოენერგეტიკოსის დიეტა, რომლითაც თამარ ივერმა რეკორდულ დროში დაიკლო

მსოფლიოს საოპერო მუსიკის, ყველაზე კაშკაშა ქართველი ვარსკვლავი თამარ ივერი, საზოგადოების ყურადღებას არამხოლოდ მისი მუსიკალური მონაცემების, გარეგნობის გამოც იპყრობდა. მისი მედიდური სილამაზე, გულგრილს არავის ტოვებდა. ბოლო დროს ტამარ ივერი კიდევ უფრო გალამაზდა და დამშვენდა. აშკარაა რომ მან წონაშიც საგრძნობლად დაიკლო. ამას კი მტანჯველი დიეტების გარეშე აღწევს, რაშიც ბიოენერგეტიკოსი ეხმარება. დეტალებზე ვარსკვლავი "რეიტინგს" ესაუბრა:

- ვენასთან ახლოს, ცხოვრობს ძალიან ძლიერი ბიოენერგეტიკოსი, რომელიც ჩემმა კოლეგებმა მირჩიეს. ეს ადამიანი ბიოენერგეტიკულ გამოკვლევებს აკეთებს. ხელში იჭერ რკინის 2 სახელურს, რომელზეც მავთულებია დამაგრებული, ეს მავთულები კი კოლბებზეა შეერთებული, თითოეულ კოლბაში არის სითხე და აწერია მისი შემცველობა. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, ეს ადამიანი გეუბნება რა არის მავნებელი შენი ორგანიზმისთვის.

- რა არის მავნებელი თქვენი ორგანიზმისთვის?

- ისეთი რაღაცეები აღმოჩნდა მავნებელი ჩემი ორგანიზმისთვის, გაოგნებული დავრჩი. ეს არც სისხლის ჯგუფში ჩანდა. ვაშლი, პომიდორი, მარცვლეული და რძის პროდუქტები, ეს პროდუქტები თურმე ანელებს ჩემს მეტაბოლიზმს. ამიტომ ბიოენერგეტიკოსმა მირჩია 5-6 თვე, ეს პროდუქტები ამოვიღო მენიუდან.

- რომელი პროდუქტის დათმობა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

- ვაშლიც მიყვარს, ბრინჯიც და რძის პროდუქტებიც, მართალია გამიჭირდა რაციონიდან ამ პროდუქტების ამოღება, მაგრამ როგორც კი ეს დავიწყე, ნელნელა ორგანიზმმა დნობა დაიწყო. ვარჯიშიც დავიწყე, მართალია ვაკეთებ პრესის ვარჯიშს, მაგრამ მომღერალი ვარ, ყოველ კუნთს და პრესის ადგილს მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, შესაძლოა ამან სიმღერაზეც მოახდინოს გავლენა, ამიტომ დოზირებულად ვვარჯიშობ - სამ დღეში ერთხელ... განაგრძეთ კითხვა

"გიორგი 9 წლის წინ, ჯერ მოკლეს, შემდეგ ჯაჭვებმობმული ზღვაში გადაადგეს, რომ არ გამოერიყა...“ - რას წერს რაულ ქირია გიორგი ფოჩხუას სასტიკ მკვლელობაზე

"კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია და როგორი სირთულით მიმდინარეობდა დაავადება მეორედ?

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო