მიხეილ გორბაჩოვი - რუსეთს ბევრი თავისი "კატალონია" აქვს

მიხეილ გორბაჩოვი - რუსეთს ბევრი თავისი "კატალონია" აქვს

სსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის განცხადებით, რუსეთს ბევრი თავისი "კატალონია" აქვს. საკუთარი წიგნის "მე ვრჩები ოპტიმისტი" პრეზენტაციისას მიხეილ გორბაჩოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა კატალონიაში შექმნილ სიტუაციაზე.

"არ ვაპირებ ესპანური კატალონიის შესახებ საუბარს. არ ვისაუბრებ ამ თემაზე, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენი "კატალონია" გვაქვს, რომელთანაც კიდევ მოგვიწევს ბევრი რამის გარკვევა", - განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა.

კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. რეფერენდუმზე მისული ამომრჩევლების 90%-მა მხარი დაუჭირა კატალონიის დამოუკიდებლობას. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება არაკანონიერად მიიჩნევს რეფერენდუმს და მის შედეგებს არ აღიარებს.

ჰაერში ომის სუნი დგას - გორბაჩოვი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

კორონავირუსის საფრთხის გამო სახლში მყოფი იტალიელები ფანჯრებიდან ჰიმნს მღერიან - ემოციური კადრები

"იზოლირებულები ვართ და ვირუსს არ ვავრცელებთ" - ტომ ჰენკსისა და რიტა უილსონის ახალი ფოტო და მიმართვა საზოგადოებას