მეუფე პეტრე - დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა

მეუფე პეტრე - დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა

დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა, - ასეთი კომენტარი გააკეთა საპატრიარქოსთან ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა განიხილონ მისი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე.

მეუფე პეტრეს თქმით, პირადად მისთვის წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები უცნობია. ასევე მისთვის უცნობია, იქნება თუ არა ერთ-ერთ საკითხად წარმოდგენილი გიორგი მამალაძის საქმე.

"სინოდზე განსახილველი საკითხები ცნობილი არ არის ჩემთვის პირადად. შევთხოვ უფალს, სულიწმინდა უძღოდეს წმინდა სინოდის სხდომას და ღირსეულად ჩატარდეს. მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველაფერი", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი