რა ღირს თბილისში მიწის ნაკვეთები

რა ღირს თბილისში მიწის ნაკვეთები

თბილისში კერძო სახლების მშენებლობა სულ უფრო პოპულარული ხდება. უკანასკნელ წლებში სწრაფად გაშენდა დედაქალაქის დაუსახლებელი ტერიტორიები. შესაბამისად, მიწის ნაკვეთების ფასები სულ უფრო იზრდება.

ნაკვეთებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ფასად ნახავთ. კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია ირგვლივ ინფრასტრუქტურა და რამდენად უზრუნველყოფილია კომუნიკაციები - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.

"ახლა, სადაც ჩემი სახლი დგას, დაახლოებით 10 წლის წინ ფაქტიურად არაფერი იდგა. ის ადგილი მიტოვებული და გაუკაცრიელებული იყო. მაწანწალა ძაღლებს ჰქონდათ დაკავებული და იმ ადგილას გავლას ყველა ერიდებოდა. დღეს რომ მოხვიდეთ იმ ადგილას, ვერ იცნობთ. ჩვეულებრივი უბანია გაშენებული ლამაზი, პატარა კერძო სახლებით. ნაკვეთების ფასებიც, ამ ათ წელიწადში გაათმაგდა. მე რამდენადაც ვიყიდე, ახლა იმ ფასად ვერაფერს იყიდი," - ამბობს ლევანი, რომელმაც გლდანსა და სოფელ გლდანს შორის არსებულ ტერიტორიაზე ნაკვეთი წლების წინ იყიდა და სახლიც ფაქტიურად თავისი ხელით ააშენა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიწის ნაკვეთების ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ერთსა და იმავე უბანში სხვადასხვა ნაკვეთის კვადრატული მეტრის ფასი შესაძლოა საგრძნობლად განსხვავებული იყოს.

თბილისის გარეუბნებში ნაკვეთების ფასები მრავალფეროვანია. აქ შეიძლება კვადრატული მეტრი 2 ლარადაც იშოვნოთ და 400 დოლარადაც. მაგალითად აეროპორტის დასახლებაში, ამ მომენტში იყიდება ნაკვეთი, რომლის კვადრატული მეტრიც 2 ლარადაა შეფასებული. თუმცა, აეროპორტის გზატკეცილზე კვადრატულის ფასი 122 ლარია.

განაგრძეთ კითხვა

თქვენი აზრით, გაყალბდა თუ არა არჩევნები? - ambebi.ge-ზე მიმდინარეობს გამოკითხვა. მიიღეთ მასში მონაწილეობა და გამოხატეთ თქვენი პოზიცია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია, მათ შორის 293 - ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს კოვიდპაციენტების მართვა, რათა შეფერხებები ავიცილოთ? - რაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან