ლალი ბადურაშვილი - როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას ჩახუტებული ჰქონდა თავისი ახალი როლის ტექსტი

ლალი ბადურაშვილი - როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას ჩახუტებული ჰქონდა თავისი ახალი როლის ტექსტი

როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას თავთან ფურცელი ედო, სადაც მისი ახალი როლის ტექსტი ეწერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძეს ცხოვრების საუკეთესო ეტაპი ჰქონდა, გეგმავდა პერსონალური გამოფენის მოწყობას, იხსნებოდა მისი ვარსკვლავი და აიხდინა წლების ოცნება, რომ ის გადაეღოთ მხატვრულ ფილმში.

ლალი ბადურაშვილის განცხადებითვე, ლიკა ქავჟარაძე იყო ადამინი, რომელიც მისაბაძი იყო ყველასთვის ყველაფერში.

"ლიკა ჩემთვის არ არის მხოლოდ ქართული კინოს მშვენება. ის ჩემს თვალწინ გაიზარდა და ეს გოგო იყო მისაბაძი ყველაფერში. სანამ ქართული კინო იქნება, იქნება ლიკა ქავჟარაძე. მას ახლა საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, ემზადებოდა გამოფენისთვის, უხსნიდნენ ვარკვლავს და მისი ბოლო სიხარული იყო, როცა ჩემმა შვილმა მხატვრულ ფილმში გადაღება შესთავაზა. ლიკა ამაზე გაგიჟდა, რადგან კინოს მოთხოვნილება მას მუდამ ჰქონდა. ის ძალიან ელოდებოდა გადაღებების დაწყებას. ყოველდღე რეკავდა, გვეუბნებოდა ამ კაბას ჩავიცმევ, წონაში დავიკლებ და მუდამ ტექსტს სწავლობდა. როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას თავთან ფურცელი ედო, სადაც მისი ახალი როლის ტექსტი ეწერა. მას ჩახუტებული ჰქონდა ეს ტექსტი და ასე ბედნიერი წავიდა", - აღნიშნა ლალი ბადურაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მსახიობის სახლთან მთელი დღის განმავლობაში იკრიბებიან მისი ახლობლები, მეგობრები და კოლეგები. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა. 58 წლის მსახიობმა რამდენიმე ათეული როლი განასახიერა სხვადასხვა მხატვრულ ფილმში, თუმცა ის საზოგადოებას ყველაზე მეტად ფილმ "ნატვრის ხიდან" დაამახსოვრდა, სადაც ლიკა ქავჟარაძე მარიტას განასახიერებდა. მსახიობს ხვალ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 19 ოქტომბერს კი მის საპატივცემულოდ ლიკა ქავჟარაძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი