ვაკის სამების ტაძარში ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მიმდინარეობს

 ვაკის სამების ტაძარში ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მიმდინარეობს

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში იმყოფებიან მსახიობის კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. ლიკა ქავჟარაძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ.

58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღეში გახდება ცნობილი. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. მეგობრების გადაწყვეტილებით, მიუხედავად ტრაგედიისა, აღნიშნული გამოფენა ვაკის არტ-გალერეაში 19 ოქტომბერს მაინც გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ ვიდეო: "მთელი საქართველო ტირის, მეც მეტირება" - კახი კავსაძემ ლიკა ქავჟარაძეზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი