კახი კავსაძე - მთელი საქართველო ტირის, მარტო გარეგნულად კი არა, სულიერად ლამაზი ადამიანი დააკლდა საქართველოს

კახი კავსაძე - მთელი საქართველო ტირის, მარტო გარეგნულად კი არა, სულიერად ლამაზი ადამიანი დააკლდა საქართველოს

მარტო გარეგნულად კი არა სულიერად ლამაზი ადამიანი დააკლდა საქართველოს, - ამის შესახებ მსახიობმა კახი კავსაძემ ვაკეში მდებარე სამების ტაძარში მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.

"ამ ქვეყანაზე შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევითი არ არის, რომ მთელი საქართველო ტირის. მეც მეტირება. მარტო გარეგნულად კი არა, სულიერად ლამაზი ადამიანი დააკლდა საქართველოს. ნიჭიერი და ლამაზი ქართველი ქალი წავიდა. რატომ წავიდა, ყოფილიყო, დაშავდებოდა რამე? ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი სულიერი ცხოვრებისათვის",- განაცხადა კახი კავსაძემ.

მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს დღეს, 15:00 საათზე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ. ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: "მთელი საქართველო ტირის, მეც მეტირება" - კახი კავსაძემ ლიკა ქავჟარაძეზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი