პატრიარქმა მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა

პატრიარქმა მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს, სვეტიცხოვლობა მიულოცა. უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ბრძანა, რომ "ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახს".

"წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახსა და აი ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც სულიწმინდა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანებათა აღმავსებელი, მადლი სულისა წმინდისა, უხილავად მოქმედებს ჩვენს ზედა. გილოცავთ დღევანდელს დღეს, სვეტიცხოვლობას. მადლი ყოვლად წმინდისა სულისა, სიყვარული ღვთისა და მამისა და ძისა და სულიწმინდისა, იყოს ჩვენზე, საქართველოზე, მთელს მსოფლიოზე. ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი