"გედია" და "შეთე" "მარიტას" უკანასკნელ გზაზე აცილებენ - ფოტოამბავი ვაკის სამების ეკლესიიდან

"გედია" და "შეთე" "მარიტას" უკანასკნელ გზაზე აცილებენ - ფოტოამბავი ვაკის სამების ეკლესიიდან

ვაკის სამების ტაძარში, ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მსახიობი ზაზა კოლელიშვილი და სოსო ჯაჭვლიანი ერთად მივიდნენ. სწორედ ეს ორი ადამიანი უწევდა პარტნიორობას ქავჟარაძეს ფილმში "ნატვრის ხე" (სოსო ჯაჭვლიანი "გედია", ზაზა კოლელიშვილი "შეთე').

ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად თავი "მარიტას" როლით დაამახსოვრა. სოსო ჯაჭვლიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ იმ დროს ლიკა ერთ-ერთ ულამაზეს გოგოდ ითვლებოდა და მის მიმართ გულგრილი არ იყო.

იხილეთ ვიდეო: "ნატვრის ხის" გმირები "მარიტას' უკანასკნელ გზაზე აცილებენ - კადრები ვაკის სამების ტაძრიდან

"შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი გოგო არ შეგყვარებოდა?! თუმცა მე მოვიქეცი ისე, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერებოდა. ლიკას უკვე საქმრო ჰყავდა და მე საკუთარ თავზე წარმოვიდგინე, ჩემი საცოლისთვის სხვას რომ დაეწყო "ჩალიჩი", როგორი იქნებოდა. ლიკას საქმროს - სანდრო თაქთაქიშვილს ვიცნობდით. ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გაშორდნენ. მათ საერთო შვილი დარჩათ", - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღეში გახდება ცნობილი. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. მეგობრების გადაწყვეტილებით, მიუხედავად ტრაგედიისა, აღნიშნული გამოფენა ვაკის არტ-გალერეაში 19 ოქტომბერს მაინც გაიმართება.

სალომე კვარაცხელია, მეგი ნარსავიძე

Ambebi.ge

ნახეთ ასევე: ლიკა ქავჟარაძის ვაჟი, მეგობრები და კოლეგები მსახიობის პანაშვიდზე - ფოტორეპორტაჟი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი