ალეკო ელისაშვილი - გულდასაწყვეტია, რომ ლიკა ქავჟარაძეს თითოეული ჩვენგანის ყურადღება მოაკლდა

 ალეკო ელისაშვილი - გულდასაწყვეტია, რომ ლიკა ქავჟარაძეს თითოეული ჩვენგანის ყურადღება მოაკლდა

ვაკის სამების ტაძარში, სადაც მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მივიდა. ელისაშვილმა მსახიობის ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა.

"პირველად "ნატვრის ხე" რომ ვნახე, სახლში ნახევრად ფერადი ტელევიზორი გვქონდა და დღესაც მახსოვს, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ლიკა ქავჟარაძის სილამაზემ. ჩემთვის ალბათ, რაღაც ეპოქა დასრულდა, დავემშვიდობე ჩემი ბავშვობის დიდ ნაწილს. გულდასაწყვეტია, რომ ლიკა ქავჟარაძეს თითოეული ჩვენგანის ყურადღება მოაკლდა", - განაცხადა ელისაშვილმა.

მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდზე დილიდან იკრიბებიან ცნობილი ადამიანები, პოლიტიოსები, მომღერლები, მსახიობები და რიგითი მოქალაქეები.

ლიკა ქავჟარაძეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობი 11 ოქტომბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი