მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. ლიკა ქავჟარაძე სამების ტაძრიდან ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ტაშით გააცილეს.
იხილეთ: ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვა

მანამდე კი დღის განმავლობაში მსახიობს პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, მომღერლებმა, მსახიობებმა და მოქალაქეებმა.
ლიკა ქავჟარაძეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალავენ.
მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფოტო: სალომე კვარაცხელია