საშიშია თუ არა აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევები

საშიშია თუ არა აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორისა ამირან გამყრელიძის თქმით, აზიურმა ფაროსანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით წელს, ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. თუმცა, მისივე თქმით, მწერი საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მწერი, ბაღლინჯო, ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს. ის არ კბენს ადამიანს და ცხოველს, არ გადაქვს არავითარი ინფექცია, თუმცა გაჭყლეტის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი, რომელიც ამ მწერისთვის დამცავი მექანიზმია სხვა მწერების წინააღმდეგ. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ის საშიში არ არის, თუმცა როდესაც სახლში დიდი რაოდენობითაა ეს მწერი, რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნოა და ბევრ უხერხულობას ქმნის. რადგან აციების წინ ხდება მათი მიგრაცია გარედან შიგნით, სასურველია, რომ გამოყენებული იქნას ის მექანიკური დაცვის საშუალებები, რაც ამ დროს რეკომენდირებულია.

სასურველია მოსახლეობამ იხმაროს მექანიკური დაცვის საშუალებები - ეს არის ბადეები, ხვრელების ამოვსება, მტვერსასრუტი, საპნიანი წყალი, რომელზეც ნათურაა დამაგრებული", - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ქიმიური საშუალებები შეისწავლეს და დაახლოებით, 7 სადეზინფექციო საშუალება შეირჩა, რომელთა ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

მისივე თქმით, მწერის საწინააღმდეგო ქიმიური საშუალების გამოყენებისას ადამიანი უნდა დარწმუნდეს, რომ შერჩეული პრეპარატის მოხმარება დასაშვებია შენობაში, მოქმედებს აზიურ ფაროსანაზე (მითითებულია, რომ მოქმედებს ბაღლინჯოზე) და უნდა დავიცვათ მწარმოებლის მიერ მითითებული უსაფრთხოების წესები.

რაც შეეხება იმას, შეაფერხა თუ არა აზიურმა ფაროსანამ სასწავლო პროცესი, ამირან გამყელიძის განცხადებით, მასობრივად - არა. "რამდენიმე სკოლიდან გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სადეზინსექციო სამუშაოები. ეს ეხება აჭარაში არსებულ ორ სკოლას", - განაცხადა გამყრელიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი