ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევა გამარჯვების მოედანზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.
ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.