"ვიზეარი" ქუთაისიდან ფრენებს ათენის მიმართულებითაც იწყებს

"ვიზეარი" ქუთაისიდან ფრენებს ათენის მიმართულებითაც იწყებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია "ვიზეარმა" დღეს ახალი მიმართულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისიდან ათენის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ათენი შესანიშნავი ადგილია როგორც გრძელვადიანი დასვენებისთვის, ასევე კვირის ბოლოს ხანმოკლე განტვირთვისთვის.

ახალი მიმართულებით ფრენები განხორციელდება 2018 წლის 17 მაისიდან, მთელი წლის განმავლობაში. ბილეთების შეძენა 53.99 ლარად უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: wizzair.com

"ვიზეარი, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, მუდმივად ზრდის თავის ავიამიმართულებების ქსელს. 2018 წლის გაზაფხულიდან, ავიაკომპანია ახალ თვითმფრინავს ამატებს და ქუთაისიდან პრაღის, პარიზის, რომის და ბარსელონას მიმართულებით განახორცილებს ფრენებს. ვიზეარის დაბალბიუჯეტიანი ტარიფით, მოხერხებული დაჯავშნის სისტემითა და ბორტზე ხარისხიანი მომსახურებით, ქუთაისის აეროპორტის გავლით, ბოლო 12 თვის განმავლობაში 30033, 000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა. ამით აეროპორტის ოპერირების საოპერაციო, სატრანსპორტო, სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიაში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი