რა არის ყავის დადებითი თვისებები და როგორია მისი სწორად მომზადების წესი - რჩევები ყავის ექსპერტისგან

რა არის ყავის დადებითი თვისებები და როგორია მისი სწორად მომზადების წესი - რჩევები ყავის ექსპერტისგან

ყავის სამშობლოდ ეთიოპია მიიჩნევა. ყავის 73 სახეობიდან ყველაზე პოპულარული ორი ჯიში - არაბიკა და რობუსტაა. ყავის პლანტაციების გაშენება პირველად ჰოლანდიელებმა დაიწყეს.

ცნობილია, რომ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ყავის დიდი მოყვარული იყო და დღეში 60 მარცვალ ყავას მიირთმევდა. ვოლტერი კი, დღე-ღამეში, დაახლოებით 50 ფინჯან ყავას სვამდა დაMმან 83 წელი იცოცხლა. ყავა ლიქიორთან ერთად - მეფე ერეკლე II-ის მენიუშიც იყო. იოჰან სებასტიან ბახმა კი მას კანტატაც მიუძღვნა.

ახლახან საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საზოგადოებას ყავის შესახებ ახალი კვლევის შედეგები გააცნეს. ორ მილიონამდე ადამიანის გამოკითხვით მიღებული ინფორმაციის მიხედვით დამუშავებულ 26 ნაშრომზე დაკვირვებით დადასტურდა, რომ დღეში ერთი ფინჯანი ყავის მირთმევა 20%-ით ამცირებს ღვიძლის კიბოს, ისევე, როგორც ღვიძლის სხვა დაავადებათა გაჩენის რისკს, ხოლო თუკი ყავას დღის მანძილზე ორჯერ მივირთმევთ, რისკი 35%-ით იკლებს. ამერიკის კიბოს საზოგადოების ცნობით, აშშ-ში წელს ღვიძლის კიბოს 40 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კვლევის ფარგლებში ასევე დადასტურდა, რომ ყავის ზომიერი მიღება გვიცავს მეორე ტიპის დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების, პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებისაგან. ამ არომატული სასმლის დალევა სტრესთან ბრძოლაშიც გვეხმარება და სიცოცხლესაც გვიხანგრძლივებს. ყავაში შემავალი კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში სიამოვნების ჰორმონის გამოყოფას, ყურადღების მობილიზებას, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს თავის ტვინის მოქმედებას, აძლიერებს აღქმის უნარს და აფხიზლებს ორგანიზმს. მასში შემავალი პოლიფენოლი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ბაქტერიოციდული თვისებები კი კბილის კარიესის გამომწვევი მიკრობების გამრავლებას უშლის ხელს. დადგენილია, რომ ეს ჯადოსნური სასმელი შველის შაკიკსა და ზოგიერთ ფუნქციურ ნერვულ მოშლილობას. ამასთან, 20%-ით ამცირებს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების რისკს. ყავის დადებითი თვისებების, მისი დალევის კულტურისა და სწორი მომზადების წესის შესახებ ყავის ექსპერტს, გარი არუთინოვს ვესაუბრეთ.

- ბატონო გარი, ბოლო დროის კვლევებით დასტურდება, რომ ყავა, თუკი მას ზომიერად მივირთმევთ, ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლოა. სულ რამდენიმე წლის წინ, პირიქით ამბობდნენ, რომ ყავა ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს...

- არანაირი უარყოფითი თვისება ყავას არ აქვს. ერთადერთი პრინციპი არსებობს - ის ზომიერად უნდა მივიღოთ. დღეში 3-4 ესპრესოს ტიპის ან ჯეზვეში მოხარშული 5-6 ფინჯანი ყავის მირთმევა ზომიერების ფარგლებს არ სცდება. ამ შემთხვევაში, პირიქით, ის მართლაც სასარგებლოა და აქვს კიბოს, პარკინსონის, ალცჰაიმერის, დიაბეტის, კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციის ეფექტი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი