მწვანე ბარათის მიღების მსურველებს განაცხადის შევსება ხელახლა მოუწევთ

 მწვანე ბარათის მიღების მსურველებს განაცხადის შევსება ხელახლა მოუწევთ

2019 წლის მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშების სარეგისტრაციო პერიოდი ხელახლა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტექნიკური ხარვეზის გამო, 2017 წლის 18 ოქტომბრამდე შევსებული ყველა აპლიკაცია გაბათილებულია, ამიტომ მსურველებმა განაცხადი ხელახლა უნდა შეავსონ.

"თუ თქვენ დარეგისტრირდით 2017 წლის 18 ოქტომბრამდე, ეს აპლიკაცია არ მიიღება და მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა ახალი პერიოდის განმავლობაში. თქვენ გაქვთ უფლება ახალი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში შეავსოთ მხოლოდ ერთი აპლიკაცია, რათა არ იქნათ დისკვალიფიცირებული განმეორებითი აპლიკაციის გამო. ინდივიდები, რომლებიც ახალი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში ერთზე მეტ აპლიკაციას შეავსებენ, იქნებიან დისკვალიფიცირებულნი,“-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი