როგორ მარნებს აშენებდნენ ქართლ-კახეთში საუკუნეების მანძილზე

როგორ მარნებს აშენებდნენ ქართლ-კახეთში საუკუნეების მანძილზე

ქართული მარანი - სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა. მასში იწურება ყურძენი, წარმოებს ღვინის დაყენება და შენახვა. ყურძნის დაწურვა ხის ნავში ან ქვიტკირის საწნახელში ხდება. ღვინის დაყენება და შენახვა კი - მიწურ იატაკში მთლიანად ჩაყრილ ქვევრებში ან მომცრო ქოცოებში.

ქართული მარანი, როგორც ხუროთმოძღვრული ობიექტი ქართლ-კახეთშია ჩასახული და განვითარებული. აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში კლიმატური ან ისტორიული პირობების გამო მევენახეობა-მეღვინეობა არ ჰპოვებდა გავრცელებას.

ვახუშტი ბაგრატიონი თავის გეოგრაფიაში მთისა და ბარის საზღვარს სწორედ ვაზის კულტურის გავრცელების მიხედვით სახავს. საქართველოს მთიან რაიონებში ვაზი არ ხარობს, მესხეთის მიწა-წყალზე კი თურქეთის თითქმის სამასი წლის ბატონობის გამო, ვენახები გავერანდა და მარნების მშენებლობის ტრადიციაც გაქრა. აქაურ გამოქვაბულებში შემორჩენილი საწნახლები მიგვითითებენ იმაზე, რომ ყურძნის გამოწურვა აქ, ისევე, როგორც ანტიკურ სამყაროში (ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის კოლონიების ჩათვლით) ბერკეტიანი წნეხის საშუალებით წარმოებდა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი