"მუქარა და ფლირტი ვიგრძენი ცნობილი მამაკაცისგან..." - ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გამხდარან

"მუქარა და ფლირტი ვიგრძენი ცნობილი მამაკაცისგან..." - ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი  გამხდარან

სექსუალური ძალადობის და შევიწროვების მსხვერპლი არაერთი გოგონა ყოფილა. თუმცა ამაზე საჯაროდ არავინ საუბრობს. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა რამდენიმე დღის წინ, კამპანია #metoo წამოიწყეს და საჯაროდ ალაპარაკდნენ იმის შესახებ, როგორ გახდნენ სხვადასხვა დროს ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.

მსგავსი ფაქტები საქართველოშიც მრავლად არის დაფიქსირებული, მაგრამ ძირითადად გაუხმაურებელი რჩება.

"რეიტინგი" შეეცადა ქართველ ვარსკვლავებს დაკავშირებოდა და შეეტყო გამხდარან თუ არა ისინი ოდესმე სექსუალური ძალადობის ან შევიწროვების მსხვერპლი. სამწუხაროდ ბევრ მათგანს აქვს გადატანილი მსგავსი სტრესი, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან. თუმცა გამონაკლისებიც აღმოჩნდნენ.

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ინტერვიუზე თამამად დაგვთანხმდა. ის შევიწროვების მსხვერპლი 12 წლის ასაკში, არც მეტი არც ნაკლები, მასწავლებლისგან გახდა.

- არაქართველი ადამიანი ჩემს მშობლებს დაპირდა, რომ მსახიობის ოსტატობას შემასწავლიდა. მასწავლებელი სახლში მოდიოდა და მასწავლიდა, როცა მოდიოდა, მიყურებდა და კანკალებდა. მართალია ეს არ მომწონდა, მაგრამ ვფიქრობდი ხელოვანია და ალბათ აკლია-მეთქი... თუმცა შემდეგ ფიზიკურ შეხებაზე გადავიდა, მეხუტებოდა, გულში მიკრავდა... და მეუბნებოდა ეს პროფესიის ნაწილია, ისე ვერ გაიხსნებიო. მოკლედ ყველა მისი მოსვლა და კონტაქტი საშიში და არასასიამოვნო იყო, საბედნიეროდ რამდენიმე გაკვეთილში, დედამ კარი შემოაღო... საეჭვოდ ჩახუტებულ და ამაღელვებელ სცენას შეესწრო ძალიან შეცბა, არ შეიმჩნია იმ წამს... და მახსოვს ტელეფონში, როგორ უთხრა ვიღაცას მეორედ აქ არ დავინახოო.

- ხშირად გვესმის ფაქტები, როცა გავლენიანი ადამიანები სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ, სამსახურს ჰპირდებიან გოგონებს ან უფროსი ავიწროვებს თანამშრომელს, გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

- ბოლოს 2 წლის წინ აშკარა მუქარა და ფლირტი ვიგრძენი ერთერთი ცნობილი ადამიანისგან , რომელსაც "თურმე ჩემი გაქაჩვა შეეძლო ძააააან" და მის გარეშე ყველგან დავიბლოკებოდი, მთხოვა შემდეგზე ცოტა სექსუალურ "ვიდზე" მოდი რო აღვიგზნოო, ალბათ ყველაზე ამაზრზენი მამაკაცია მთელ საქართველოში.... მეორე შეხვედრა აღარ ყოფილა, საბედნიეროდ ყოველთვის მაქვს ცხოვრებაში ალტერნატივა და არჩევანის საშუალება, და რათქმაუნდა ის ადამიანი მორალურად მიწასთან გავასწორე, იმიტომ რომ თავის ფანტაზიებში და ოცნებებში დავტოვე, რეკავდა 3 დღე და მერე კი მოიფრიალეს იმ ადგილიდან..... დარწმუნებული ვარ როგორც მამაკაცი ცხოვრებაში ვერ შედგა.

სექსუალურ შევიწროვებას ემსხვერპლა მარკუს მეტრეველის ბერძნული კარიერა...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი