სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი მარნეულში "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბში განუცხადეს, ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არის დაჭრილი, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ადგილზე სიტუაციას ეცნობა შს მინისტრი, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.