თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."

 თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ მეუღლეს, მსახიობსა და "ნაციონალური მოძრაობის წევრს" გია როინიშვილს მიმართავს. ჭოხონელიძის ვრცელი მიმართვა როინიშვილის პოსტის პასუხია, რომელშიც მსახიობი "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებდა.

"თბილისელების გარკვეული ნაწილი ისევ არსებულ ტოტალურ კორუფციას უჭერს მხარს…. იმედი მაქვს, ისინი გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე პროგრესულად მოაზროვნე თბილისელები…. ამ კორუფციაზე ორიენტირებულ "საზოგადოებას" ნაკლებად ადარდებს განვითარება, შენება, რეფორმები, უფრო მეტიც, აწყობს ჭაობში წოლა, რადგან სხვა შემთხვევაში ცხოვრების საშუალებას კარგავს: შემოსავალს, გავლენას და ა.შ. უბრალოდ, არ იცის, სხვანაირად როგორ იცხოვროს! თბილისზე ლაპარაკობენ და თბილისს და მთელ საქართველოს წირავენ თვალს და ხელს შუა…. მხოლოდ პირადი კეთილდღეობა - ეს არის მათი მამოძრავებელი, რომელიც სხვამ უნდა შეუქმნას, თავისით, თავისთავის იმედად განწირულები არიან… მათხოვრები მხოლოდ ქუჩაში არ დგანან… ჭაობი უნდა დავძლიოთ, ჩემო თბილისელებო! არა კორუფციას, არა კრიმინალს, არა უნიჭობას, არა პროვინციალიზმს!!!!"

თამრიკო ჭოხონელიძემ ყოფილი მეუღლის მოსაზრებებს ასე უპასუხა:

"უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან, ამ წერილს არ დაარქვან "დაპირისპირება" და არც "სკანდალი", ვინაიდან ეს მხოლოდ ტკივილიანი ამოთქმაა იმ რეალობაზე, რომელსაც პირველად ვწერ საჯაროდ (სხვა გზა არ დამიტოვეს- ვეხმაურები საჯარო წერილს)…

მაცხოვარი ხალხს მიმართავს მარიამ მაგდალინელთან მიმართებაში - ვინც თქვენს შორის ყველაზე უცოდველია, პირველი ქვა იმან ესროლოსო…მე არ ვაპირებ იმის გარჩევას, თუ ვის როდის და რა აქვს გაკეთებული კარგი თუ ცუდი…მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, როგორ მოახერხა წინამორბედმა სისტემამ, რომ ადამიანებს ყველაზე მთავარი წაართვა, ადამიანის სიყვარული, კეთილგონიერება და უდიდესი ზიზღი ამოუტივტივა სულში, რომელსაც დღესაც ვერ ერევიან?! თქვენ იცით,რომ მე არასდროს მიმიყენებია შეურაცხყოფა მათთვის, ვინც საპირისპირო აზრზე თუ პოზიციაზე დგას, რადგან მიმაჩნია, რომ ის ასე ფიქრობს და მორჩა!..და მას აქვს არჩევანის უფლება, ისე, როგორც მე! სამწუხაროდ, არაერთხელ მიმიღია დაუმსახურებელი ტკივილი იმ ადამიანებისგან, ვისგანაც არ უნდა მიმეღო (თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ბევრად მნიშვნელოვანი გვაკავშირებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მოვლენა), თუმცა არც თავს ვაკადრე და არც მათთვის მიკადრებია პასუხის გაცემა…

ჩემო გია! შენ საჯაროდ გამოთქვი შენი მოსაზრებები შენთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანების მიმართ და ბრალი დასდე მათ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თქვენნაირად არ ფიქრობენ! ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?! (დემოკრატიულ ქვეყანაში?!) და ვმოქმედებდეთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია მართებულად?!  განაგრძეთ კითხვა

"როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო, რომ დავივიწყო ჩემი პაპა მავთულს იქით დარჩენილი, ჩავიდე მოსკოვში და ვიცეკვო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"უცხოობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი არ მინახავს... ოვიმ იცნო მამა" - რას წერს კოშკელიშვილი ექიმი მეუღლის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ

ემოციური კადრები ლაგოდეხის სამშობიაროდან: შობის ღამეს მშობიარე საკეისრო კვეთისას გალობს