ზუმერი უკვე 8 წლისაა

ზუმერი უკვე 8 წლისაა

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ”ზუმერი” 8 წლისაა. კომპანიამ იუბილე ცენტრალურ ფილიალში ერთგულ მომხმარებლებთან ერთად აღნიშნა. გამართულ საღამოზე ”ზუმერის” წარმომადგენლებმა კომპანიის მიერ გაწეული საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები ”ზუმერის” გუნდთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეაჯამეს. 8 წლის განმალობაში ”ზუმერმა” ქართულ ბაზარზე წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი საცალო გაყიდვებში და დღემდე მსოფლიო ბრენდების პროდუქციას მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.

კომპანიამ ციფრული ტექნიკის ბაზარზე ოპერირება 2009 წლის ოქტომბერში ერთი მაღაზიით დაიწყო, დღესდღეობით კი 15 ფილიალს და 200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ”ზუმერი” კვლავაც განაგრძობს ინტენსიურ ზრდას და უახლოეს მომავალში გეგმავს ახალი ფილიალების გახსნას. ქსელის განვითარების პარალელურად, კომპანია აქტიურად მუშაობს მომსახურების ხარისხისა და გაყიდვების კონსულტანტების ტექნიკური ცოდნის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე.

”ზუმერის” ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი ტექნიკა. ქსელში წარმოდგენილ ასორტიმენტს ანალოგი არ აქვს საქართველოში.

”ზუმერი” სმარტფონების, ციფრული ფოტოაპარატების, ნოუთბუქების, ტელევიზორებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი საცალო ქსელია და მომხმარებელს პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს საქართველოში.

”ზუმერი” საუკეთესო ადგილი ციფრული ტექნიკის შესაძენად!

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი