მალე თბილისში KFC-ის მე-5 რესტორანი გაიხსნება (თავისუფლების მოედანზე მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრში "გალერეა თბილისი") და მადისაღმძვრელი კერძების მირთმევა დედაქალაქის კიდევ ერთ უბანში გახდება შესაძლებელი.
იცოდით, რომ KFC-ის რესტორნებში შეკვეთის მიღების დრო 30 წამია, გაცემა კი 60 წამის განმავლობაში ხდება? გამოდის, რომ KFC-ში ძალიან სწრაფად ძალიან გემრიელ საკვებს ყველასათვის მისაღებ ფასად გვთავაზობენ.
მაგალითად, ნოყიერი "ლონგერის" და "აი ტვისტერის" შეძენა, 2.2 ლარად არის შესაძლებელი. საშემოდგომოდ კი ლეგენდარულმა ბრენდმა სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები მოამზადა.
"სმარტ ბასკეტი" - ასე ჰქვია კომპანიის ერთ-ერთ ნოყიერ შეთავაზებას, რომლის შეძენაც სულ რაღაც 3,80 ლარადაა შესაძლებელი. მომხმარებლების კმაყოფილების მაღალი დონე რომ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ეს კარგად ჩანს მის შეთავაზებებშიც. მაგალითად, KFC "სმარტ ბასკეტის" 3 ვარიანტს გვთავაზობს, რომ ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანმა შეძლოს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება.

#1 სმარტ ბასკეტი: 3 ფრთა + ფრი + ყველის სოუსი
#2 სმარტ ბასკეტი: 1 ბარკალი + ფრი + ყველის სოუსი
#3 სმარტ ბასკეტი: ბაიტსები + ფრი + ყველის სოუსი
ასევე, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით არის შექმნილი KFC-ის კიდევ ერთი ბიუჯეტური შეთავაზება "ეკონომ კომბო". კომბო აუცილებლად შეიცავს პატარა გამაგრილებელ სასმელსა და პატარა ფრის. მესამე ნაწილს კი მომხმარებელი თავად ირჩევს. ეს შეიძლება იყოს: ლონგერი, 2 სტრიფსი ან აი ტვისტერ ჩიზი/BBQ.

იმის პარალელურად, რომ KFC-ში ნამდვილად მისაღები ფასებია, კომპანია დამატებით ახალ აქციებსაც გთავაზობთ. მაგალითად 23 ოქტომბრიდან დაიწყო აქცია "გასტრონომიული კვირეული", რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ყოველკვირეულ შეთავაზებებთან ერთად უკეთესად გაიცნოს KFC-ის მენიუ. მის ფარგლებში სხვადასხვა პროდუქტებზე 1 კვირიანი ფასდაკლება იმოქმედებს და მომხმარებელს საშუალება ექნება, რჩეული კერძი აღმოაჩინოს. ფასდაკლების მინიმალური ლიმიტი -20% იქნება. რაც შეეხება "გასტორნომიული კვირეულის" პირველ შეთავაზებას ეს პიკანტური "შეფბურგერის" ორი სახეობაა, რომლის დაგემოვნებასაც მთელი კვირის განმავნობაში -20%-ად შეძლებთ.
ხოლო 30 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ფასდაკლება იმოქმედებს "ბასკეტზე 16 ფრთით". სწორედ ასე, ყოველი მომდევნო კვირა იქნება კონკრეტული შეთავაზების კვირა. აქციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ყველაზე მარტივად KFC-ის Facebook გვერდზე მიიღებთ.
აღნიშნული შეთავაზებები საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს. თუმცა მე საკუთარი ექსპერიმენტი ჩავატარე და შევეცადე შემექმნა ჩემთვის სასურველი მენიუს კომბინაციები, რომლის მაქსიმალური ღირებულებაც 4.99 ლარი იქნებოდი. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ KFC-ში 4.99 ლარის ფარგლებში უამრავი გემრიელი კომბინაციის შექმნაა შესაძლებელი.

მაგალითად, თუ თქვენ მსუბუქად სალათით წახემსება გირჩევნიათ, მაშინ ქათმის სალათი ლაითი 4.9 ლარად თქვენი რჩეული კერძი გახდება. თუ ბურგერთან ერთად დესერტიც გსურთ, ბურგერ "სანდერსსა" და ვაფლის ნაყინს 4.7 ლარად შეიძენთ. თუ ბავშვების დესერტზე დაპატიჟება გსურთ, მათთვის 5 ცალი ვაფლის ნაყინის ყიდვას 4.99 ლარად მოახერხებთ. 4.9 ლარად იყიდით საზამთროს ან მოცხარის ლომონათსა და ვაფლის ნაყინს. ყავის მოყვარულებისთვის კი 2 ცალი ესპრესო 4 ლარად ან 2 ამერიკანო 4.4 ლარად არის ხელმისაწვდომი.

მენიუ ნამდვილად მრავალფეროვანია, ფასები - მისაღები, გარემო კი - სასიამოვნო. KFC თბილისის მასშტაბით 4 ლოკაციაზე ყოველთვის მზადაა, რომ გემრიელი კერძები შემოგთავაზოთ.
ს/ც "სითი მოლი" ქავთარაძის N 1
ჭავჭავაძის გამზ. N 26
ს/ც "ისანი მოლი" ნავთლუღის 8ა
ს/ც "სითი მოლი" გლდანი , ხიზაბავრის N 1
R