"ვანო ავად არის, ამ თემაზე საუბარი არ გვინდოდა, მაგრამ..." - რა მდგომარეობაშია ცნობილი იუმორისტი

"ვანო ავად არის, ამ თემაზე საუბარი არ გვინდოდა, მაგრამ..." - რა მდგომარეობაშია ცნობილი იუმორისტი

იუმორისტული გადაცემის წამყვანს ვანო ჯავახიშვილს ტვინის ტრავმული შერყევა აქვს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც "ვანო ჯავახიშვილის" შოუ რამდენიმე კვირა ეთერში არ გავიდა. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

"ვანო ავად არის. ჩვენ მასთან შეთანხმებით და მისი თხოვნით ამ თემაზე არ ვსაუბრობდით. მას აქვს მძიმე ტვინის ტრავმული შერყევა. ამ თემაზე საუბარი არ გვინდოდა, მაგრამ გაუგებარი კონსპირაციები მოიქსოვა, ეგზიტპოლებთან კონტექსტში განსაკუთრებით... იმედი გვაქვს, რომ ვანო ჯავახიშვილი მინიმუმ მომავალ კვირას დაუბრუნდება მომავალ საქმიანობას, თუმცა ამ ეტაპზე საკმაოდ სუსტად არის. ველოდებით მის გამოჯანმრთელებას" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნახეთ ვიდეო

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს

თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრია