მწვანე სახურავი - "ტერასა ჯგუფი" საქართველოში მშენებლობის ახალ სტანდარტს ქმნის

მწვანე სახურავი - "ტერასა ჯგუფი" საქართველოში მშენებლობის ახალ სტანდარტს ქმნის

გამწვანებული გარემო სწორედ ის არის, რაც თბილისს ყველაზე მეტად აკლია. ამიტომ სამშენებლო კომპანია "ტერასა ჯგუფმა" ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი და ინოვაციური შეთავაზება - მწვანე სახურავი შექმნა. გამწვანებული საუხრავის შექმნაზე გამოცდილი ფლორისტები არქიტექტორებთან ერთად მუშაობენ. "ტერასა ჯგუფის" პირველი ასეთი პროექტი 2017 წლის დეკემბერში ბესარიონ ჟღენტის #7-ში დასრულდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი ყოველი მომდევნო მშენებლობა მწვანე სახურავის კონცეფციით შეიქმნება. უახლოეს მომავალში კი კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის "ტერასა ვაშლიჯვრის" მშენებლობა დაიწყება.

"ტერასა ჯგუფი" საქართველოში პირველი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც მწვანე სახურავის კონცეფციას ავითარებს. თითოეულ პროექტს მერიის შესაბამის სამსახურთან ვათანხმებთ და მხოლოდ მას შემდეგ ვიწყებთ მშენებლობას. ჩვენი პირველი მწვანე სახურავი ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე 1100 კვ. მ. გამწვანებას მოიცავს. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ავლაბარში შენდება ტერასულ გამწვანებას მოიცავს. ზოგადად, მწვანე სახურავის შექმნა საკმაოდ ძვირადღირებული საქმეა. თუმცა დღევანდელი პირობებში ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ კედლებს, არამედ მომხმარებელს მწვანე და ჯანსაღ გარემოს ვთავაზობთ. გვინდა, რომ ჩვენი პროექტები სუფთა ჰაერთან, ჯანსაღ გარემოსთან ასოცირდებოდეს. სწორედ ეს აკლია თანამედროვე თბილისურ მშენებლობებს. ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი კანონმდებლობის დონეზეა დარეგულირებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენთანაც მალე დაინერგება ახალი სტანდარტი. მისი ფუძემდებლები კი ჩვენ ვართ," - განმარტავს "ტერასა ჯგუფის" კომერციული დირექტორი თამარ გაფრინდაშვილი.

მწვანე სახურავის შენახვა საკმაოდ რთულია, თუ მისი შექმნისას არ მოხდა გარკვეული საკითხების გათვალისწინება. მათ შორისაა მორწყვა და განათება. "ტერასა ჯგუფი" ავტომატურ რეჟიმზე ქმნის ყველაფერს, რაც შესაძლებელია. დამატებით, ერთი წლის განმავლობაში მწვანე სახურავის შენახვა-მოვლას და მის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს. ერთ წლის შემდეგ კი მობინადრეებს ძალიან მარტივად შეეძლებათ გამწვანების მოვლა.

"მწვანე სახურავს მოიცავს ჩვენი კიდევ ერთი ახალი პროექტი "ტერასა ვაშლიჯვარი", რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება. მიმდებარე ტერიტორიის საუკეთესო მონაკვეთზე იწყება ჩვენი მშენებლობა. არსებობს ბუნებრივი გამწვანებაც. ჩვენ კი დამატებით მწვანე სახურავსაც გავაკეთებთ. პროექტში გათვალისწინებული სამშენებლო მასალები საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების დაწყების საწყის ეტაპზე ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება," -  ამბობს თამარ გაფრინდაშვილი.

"ტერასა ჯგუფის" თითოეული პროექტის ფასი ბაზრისა და ადგილობრივი მოსახლეობის საშუალო შემოსავლის ანალიზის საფუძველზე დგება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ მიერ შეთავაზებული ფასი და გადახდის პირობები ყველაზე მეტად კონკურენტულია.

"გადახდის პირობები თითოეული მობინადრისთვის ინდივიდუალურად დგება მისი კვარტალური თუ წლიური შემოსავლის მიხედვით. განვადების საკმაოდ მრავალფეროვანი პირობები გვაქვს. ჩვენთან წინასწარი შენატანის აუცილებლობა არ არსებობს. ვდილობთ, თითოეულ ლოკაციაზე მაქსიმალურად დაბალი ფასი გვქონდეს. განსხვავებული ლოკაციები კი საშუალებას გვაძლებს, რომ მომხმარებელს ეკონომ, საშუალო და პრემიუმ კლასის პროექტები შევთავაზოთ. მათ შორის განსხვავება მხოლოდ მდებარეობა და ჩაბარების პირობებია. სამშენებლო მასალები ნებისმიერ პროექტში უმაღლესი ხარისხისაა," - განმარტავს "ტერასა ჯგუფის" კომერციული დირექტორი.

კომპანია კიდევ ერთ ინოვაციაზე - ჭკვიანი სახლის კონცეფციაზე მუშაობს. მომავალში დაანონსებულ ყველა კომპლექსში ჭკვიან სახლის სისტემები იქნება დამონტაჟებული.

"მომსახურების სრულიად სხვა დონეზე გადავდივართ. ზოგადად, მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებას ვუწევთ მომხმარებელს და ეს ჩვენი ძლიერი მხარეა," - დაამატა მან.

კომპანიის ყველა პროექტი თბოიზოლაციის ახალი სისტემებით შენდება, რაც 25-30 პროცენტამდე ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს. ნებისმიერი სამშენებლო მასალა მრავალჯერად შემოწმებას გადის. კომპლექსების პროექტირებაში უცხოელი კოლეგებიც იღებენ მონაწილეობას. შესრულებას კი სრულად ქართველები უზრუნველყოფენ.

"ტერასა ჯგუფის" არაერთი უპირატესობიდან გამომდინარე, ბინების გაყიდვების ტემპი საოცრად სწრაფია. კომპანიას ამჟამად 4 მიმდინარე მშენებლობა აქვს (საბურთალო, ვარკეთილი, გლდანი, ავლაბარი), რომლებიც ეტაპობრივად ახლო მომავალში დასრულდება. ყველა ახალ კომპლექსში თავად კომპანია უზრუნველყოფს დაცვისა და კონსიარჟის მომსახურებას.

R

ბაკურიანში შენდება პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, რომელიც ყველა სერვისს გააერთიანებს

„ედუქეარ ჯორჯიას“ პროექტი ევროპული სკოლისა და დავით ბეჟუაშვილის ფონდის მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი #60 , სს „ ხალიკ ბანკი საქართველოს“ ახალი ფილიალი გაიხსნა