რა კომენტარს აკეთებს ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

რა კომენტარს აკეთებს ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

იქნება პერიოდი, როდესაც ლარი იქნება სტაბილური რომელიმე ვალუტის მიმართ, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება და იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გამყარდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სებ-ის მთავარი ფუნქცია დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნებაა.

"არავისთვის არის ახალი, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსი იმოძრავებს ორივე მიმართულებით - ზოგჯერ გაუფასურების და ზოგჯერ გამყარების მიმართულებით. როგორც სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი არ გააკეთებს კომენტარს ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით. დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი. ანუ იქნება პერიოდი, როდესაც ლარი იქნება სტაბილური რომელიმე ვალუტის მიმართ, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება და იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გამყარდება. ამავე დროს, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ გააკეთა ინტერვენცია, რაც მართალი არ არის, ზაფხულის შემდეგ სებ-ს ინტერვენცია არ განუხორციელებია და ყველა ის ინტერვენცია, რაც ჩაატარა, იყო მხოლოდ შესყიდვა და წელს 130 მილიონი დოლარი შევისყიდეთ ბაზრისგან. ამავე დროს, ზოგადად მინდა ვთხოვო, რომ ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშოირებით კარგი იქნება, თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ", - განაცხადა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი